logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული, 20-26 ოქტომბერი

2013  წლის 20-26 ოქტომბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღნიშნავს ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო  კვირეულს.

ტყვია კარგად ცნობილი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებაა. მას აქვს უნარი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას  და გამოიწვიოს ფართო სპექტრის   ჯანმრთელობის დარღვევები, მათ შორის ნევროლოგიური ხასიათის, ანემია, დაღლილობა და კუნთების სისუსტე, დამბლა, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება და  სხვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის (WHO)  შეფასების თანახმად ტყვიის ექსპოზიციის შედეგად განვითარებული დაავადებები შეადგენს დაავადებათა გლობალური ტვირთის 0.6%-ს. დაავადებათა ტვირთი  განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.   

ჯერ კიდევ არსებობს ტყვიის გარემოში გამოყოფის სხვადასხვა  წყარო, ისეთი, როგორიცაა ბენზინი, საწარმოო პროცესები, საღებავების წარმოება, ზოგიერთი საკონსერვო ქილები, ტყვიის შემცველი ძველი წყლის მილები. სისხლში ტყვიის დონის შემცირება  ჯერ კიდევ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგანაც  ტყვიის უსაფრთხო დონე ბავშვებში და ფეხმძიმე ქალებში არ არის ცნობილი.

ტყვიით მოშხამვის გლობალური პრევენციის მიზნით,  განსაკუთრებით კი საღებავებისგან ტყვიის ექსპოზიციის პრევენციის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ერთობლივად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამასთან (UNEP)  შექმნა საღებავებიდან ტყვიის ელიმინაციის გლობალური ალიანსი (GALEP). მასში გაერთიანებულია  შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი (US CDC), შეერთებული შტატების გარემოცდაცვის სააგენტო (US EPA) და  პედიატრების საერთაშორისო ასოციაცია. ასევე, WHO და UNEP. GALEP–ის მიზანია უმრავლეს ქვეყნებში  2020 წლამდე მოახდინოს საღებავებიდან ტყვიის ელიმინაცია. 

ცნობიერების ამაღლების მიზნით ტყვიით მოწამვლის შესახებ, ქვეყნებისა და პარტნიორების ძალისხმევის გასაძლიერებლად ბავშვების ტყვიით მოწამვლის პრევენციასთან დაკავშირებით და  საღებავებში ტყვიის აღმოსაფხვრელად ქმედითი მოქმედებების მოსაწოდებლად, WHO და GALEP ხელს უწყობს ტყვიით მოწამვლის პრევენციის  საერთაშორისო კამპანიას.

კვირეული ერთდროულად მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებში. დაგეგმილ ღონისძიებათა მრავალფეროვნება ასახავს ქვეყნების პრიორიტეტებს ტყვიით მოშხამვის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წევრ ქვეყნებსაც მოიცავს. საქართველოც უერთდება კვირეულისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს.

http://www.ncdc.ge

2013.10.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006