logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს რეკომენდაციები გრიპზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით

ჩვეულებრივ გრიპის ინფექცია მსუბუქად და გართულებების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე დაავადება უმეტესად ხანდაზმულებში, ორსულებში, ბავშვებში და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. სეზონური გრიპის ვაქცინაცია არის უსაფრთხო და ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში,  ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, გრიპი ყოველწლიურად იწვევს ეპიდემიებს. გრიპის ვირუსის უწყვეტი გენეტიკური და ანტიგენური ცვლილებების გამო რეკომენდებულია  ვაქცინაცია ყოველი სეზონის დასაწყისში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის ჯანმო ყოველწლიურად რეკომენდაციას უწევს ვაქცინის იმ კომპოზიციას, რომელიც განსაზღვრულია მიმდინარე სეზონზე მოცირკულირე მოსალოდნელი შტამებისთვის.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 2013/2014 წლის ზამთრის სეზონზე რეკომენდებულია ტრივალენტური სეზონური გრიპის ვაქცინის ვირუსული შტამების შემდეგი შემადგენლობა:

  • A/California/7/2009 (H1N1) pdm09-მსგავსი ვირუსი;
  • A(H3N2) ვირუსი, ანტიგენურად მსგავსი A/Victoria/361/2011b* პროტოტიპი ვირუსისა
  • B/Massachusetts/2/2012-ის მსგავსი ვირუსი

ასევე რეკომენდებულია, რომ ორი B ვირუსის შემცველი ოთხვალენტური ვაქცინების შემადგენლობაში შედიოდეს აღნიშნული სამი ვირუსი და დამატებით B/Brisbane/60/2008-ის მსგავსი ვირუსი.

*რეკომენდებულია   A/Texas/50/2012 is გამოყენება როგორც A(H3N2) ვაქცინის კომპონენტი, ვინაიდან A/Victoria/361/2011-is მსგავსმა ვირუსმა (როგორიც არის  IVR-165) განიცადა ანტიგენური ცვლილებები, რაც იყო გამოწვეული კვერცხში გამრავლებისადმი ადაპტაციით.

გრიპის ვაქცინაციისთვის რეკომენდებული სამიზნე ჯგუფები

გრიპზე სეზონური ვაქცინაცია უსაფრთხოა და რეკომენდებულია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ინდივიდებისთვის. სპეციფიური პოპულაციური ჯგუფების განსაზღვრა დამოკიდებულია ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის ამოცანებზე, ვაქცინის ეფექტურობასა და ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე, ასევე სამიზნე ჯგუფებში ვაქცინაციის კამპანიის განხორციელების შესაძლებლობაზე.

პრიორიტეტული ჯგუფები იმუნიზაციისათვის:

  • ორსულები;
  • ინდივიდები >6 თვეზე გულის ან ფილტვის ქრონიკული დაავადებით, მეტაბოლური ან თირკმლის დაავადებით;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავდების, ქრონიკული ნევროლოგიური მდგომარეობის ან იმუნოდეფიციტის მქონე პირები.
  • ხანდაზმულები ეროვნული ასაკობრივი ლიმიტის მიხედვით;
  • მოხუცებულთა და უნარშეზღუდულთა თავშესაფარში მცხოვრები პირები;
  • 6–59 თვის ბავშვები;
  • ჯანდაცვის მუშაკები.

http://www.ncdc.ge

2013.10.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006