logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    უსინათლო მოსწავლეებისათვის ბრაილის შრიფტით სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი დაიბეჭდა

2013 წლიდან ინკლუზიური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, 50 წლის შემდეგ პირველად, უსინათლო მოსწავლეებისათვის სპეციალური სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს, ასევე პირველად, საქართველოს მასშტაბით არსებულ სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე მოსწავლეთა 8 სკოლა-პანსიონის მასწავლებლებს ხელფასი გაეზარდათ. ასევე, წელს ყველა საჯარო სკოლაში, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს, დამატებითი პერსონალი-სპეცმასწავლებელი დაინიშნა, რომელსაც სამინისტრო აფინანსებს.
უსინათლო და სუსტადმხედველი მოსწავლეებისათვის პანსიონურ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით ერთადერთი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლა ახორციელებს. სკოლას დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ეწვია და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
მინისტრი მათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა და პირადად გაეცნო მათ საჭიროებებს.
202-ე საჯარო სკოლაში დღეისათვის 49 მოსწავლე ირიცხება. პანსიონში სწავლება მიმდინარეობს როგორც ჩვეულებრივი, ისე ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი სახელმძღვანელოებით. ვინაიდან ბავშვებს მრავალი წლის მანძილზე არ გააჩნდათ ბრაილით ნაბეჭდი სახელმძღვანელოები, აღმზრდელებს უხდებოდათ უსინათლო მოსწავლეებისათვის ტექსტების კითხვა და ამ ფორმით ეხმარებოდნენ მათ განათლების მიღებაში.
წელს სკოლას ხუთი მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ისინი საატესტატო გამოცდებში მონაწილეობენ. ამ სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ. მათთვის საგამოცდო მასალა ბრაილის შრიფტზეა ადაპტირებული.

http://www.interpressnews.ge

2013.10.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006