logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ძუძუს კიბოს მეექვსე საერთაშორისო სამიტი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა, სასტუმრო „ბეტსიში" ძუძუს კიბოს ადვოკატირებისა, განათლებისა და ინფორმაციის გაცვლის მე-6 სამიტი გახსნა.
ორგანიზაცია WE CAN, საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელშეწყობით, მართავს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მეექვსე სამიტს: „ძუძუს კიბო - ადვოკატირება, განათლება და ინფორმაციის გაცვლა". WE CAN ცვლილებების გლობალური ქსელია, რომელიც ხელს უწყობს ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებას კიბოს ადვოკატირების კუთხით. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის (UW) მედიცინის სკოლასა და სიეტლის კიბოზე ზედამხედველობის ალიანსში (SCCA). 2003 წლიდან, WE CAN-იინფორმირებულობის გაზრდის, ცნობიერების ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობით, მუდმივად ზრუნავს ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. სამიტი ერთგვარი ფორუმია, პაციენტების, სამედიცინო სფეროს პროფესიონალების, მხარდამჭერთა ჯგუფებისა და პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც სამიტზე მიღებული გამოცდილება მომავალში ძუძუს კიბოს ადვოკატირებაში შეუწყობს ხელს.
ამ ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოთი გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფების, მოხალისეებისა და ჯანდაცვის პროვაიდერების განათლება-გადამზადებისა და მათი გაძლიერების მეშვეობით.
ღონისძიებას კოორდინაციას უწევს WE CAN-ი ვაშინგტონის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის, სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის შავი ზღვის ქვეყნების კოალიციის და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საფუძველზე. ღონისძიების მხარდამჭერები და სპონსორები არიან: გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი, USAID JSI-SUSTAIN, ჯანდაცვის სამინისტრო, ჰერა, ჰოფმან-ლა-როში, IWA, იუჯითი, ეივონი, სუზანგ. კომენი, გამარჯვებულ ქალთა კლუბი, ნინო ცისკარიძე და ტედ ჯონასი.
სამიტი და ტრეინინგი ტარდება სასტუმრო ბეტსიში. პირველი დღე დაეთმობა მსოფლიოს 12 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი და აშშ) ძუძუს კიბოთი დაავადებულთა მხარდამჭერი ჯგუფების პრეზენტაციებს. მეორე დღეს ყურადღება გამახვილდება ადვოკატირების ტრეინინგზე ქართველებისთვის, რომელსაც წარუძღვებიან Livestrong ფონდის წარმომადგენლები და ტრენერები ადვოკატირების დარგში.
WE CAN დააარსა SCCA-ს ძუძუს სამედიცინო ონკოლოგიის პროგრამის დირექტორმა, მეცნიერებათა დოქტორმა ჯულია გრალოუმ და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ძუძუს კიბოს სამედიცინო სკოლის პროფესორმა ჯილი ბენეტმა. WE CAN-ს სამიტები აქვს ჩატარებული ლიტვაში, ბელორუსიაში, უკრაინაში, ყირგიზეთში, ჩინეთსა და უგანდაში.
ქალებში, კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზი ძუძუს კიბოა და ის ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა ქალებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად 1.3 მილიონზე მეტ ადამიანს ძუძუს კიბოს დიაგნოზს უსვამენ, რომლის 55%-ზე მეტი სიკვდილის მიზეზია საშუალო და დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში. საქართველოში ძუძუს კიბო რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს, ხოლო 50%-ზე მეტი შემთხვევის აღმოჩენა ხდება დაავადების დაგვიანებულ სტადიაზე, როდესაც მკურნალობა უფრო რთულია და უფრო ძვირი.
ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება და სკრინინგის მომსახურება წარმოადგენს ქალთა ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი საფრთხის-ძუძუს კიბოს დამარცხებისკენ გადადგმულ უმთავრეს ნაბიჯს. თბილისის მერიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, 2008 წელს საქართველოს ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა დაიწყო უფასო სკრინინგის მომსახურების შეთავაზება თბილისში. ქვეყნის მასშტაბით, პროგრამა გაფართოვდა 2010 წელს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით.

http://www.moh.gov.ge

2013.10.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006