logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პალიატიური მზრუნველობა წელიწადში 839 ბავშვს ესაჭიროება

ახალი კვლევის მიხედვით საქართველოში პალიატიური მზრუნველობა წელიწადში ესაჭიროება თხუთმეტ წლამდე ასაკის 839 ბავშვს. კვლევის ავტორებმა შეისწავლეს პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა რაოდენობა, არსებული სერვისები, სახელმწიფო დაფინანსების არსებობა და მოცულობა. კვლევა ჩატარდა ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით და მისი მიზანია პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, რაც, სამომავლოდ ხელს შეუწყოს ბავშვებისთვის შესაბამისი პალიატიური მომსახურების შექმნას.

პალიატიური მზრუნველობის განვითარება საქართველოში ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით დაიწყო 1998 წელს. დღესდღეობით, თბილისში ფუნქციონირებს პალიატიური მზრუნველობის ორი დაწესებულება ე.წ ჰოსპისი, რომლებიც, ძირითადად, მოზრდილ პაციენტებს ემსახურება. ერთი ჰოსპისი ფუნქცნიონირებს ონკოპრევენციის ცენტრის ბაზაზე, მეორე კი-ფერისცვალების დედათა მონასტერში. არსებობს შინ მოვლის სამსახურიც. ბოლო წლებში, დაიწყო აქტიური მუშაობა ბავშვთა პალიატიური სერვისების და პროგრამების განსავითარებლად.

" ერთ-ერთ მითი, რაც პალიატიური მზრუნველობის შესახებ არსებობს არის ის, რომ ეს მომსახურება მხოლოდ ხანდაზრმული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ შესაძლოა პალიატიური მზრუნველობა ბავშვსაც დასჭირდეს, მაგრამ ვერ გავექცევით ფაქტს, რომ უკურნებელი სენით ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს. ამისათვის, საჭიროა, რომ შეიქმნას სპეციალური დაწესებულება ე.წ. ჰოსპისი, სადაც ბავშვებს და მოზარდებს შეუმსუბუქებენ დაავადებით გამოწვეულ ტკივილს, გაუწევენ სულიერ თანადგომას და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ბოლო წლებია აქტიურად ვმუშაობთ, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს შენობა პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებისთვის, რომელიც საგანგებოდ ბავშვებს მოემსახურება. პირველი ეტაპი იყო კვლევის ჩატარება იმისათვის, რომ დაგვედგინა წელიწადში რა რაოდენობის ბავშვს ესაჭიროება პალიატიური მომსახურება და რა სერვისები არსებობს ამ ეტაპზე. კადრებს მომზადებას, ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას და ზოგადად, ჰოსპისის ფუნქციონირებას 2015 წლამდე ხელს შეუწყობს ჩვენი ფონდი." - ამბობს ნინო კიკნაძე, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" წარმომადგენელი.

პალიატიური მზრუნველობის შესახებ:

პალიატიური მზრუნველობა არის მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილის მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

http://publicity.ge

2013.10.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006