ლაღიძის ქუჩაზე მდებარე პოლიკლინიკის თანამშრომლები ხელმძღვანელს სამუშაო ოთახში არ უშვებენ. დირექტორი ექიმებს გათავისუფლებით ემუქრება.
დაპირისპირება დაწესებულების გასხვისების შემდეგ დაიწყო - სწორედ ახალი ინვესტორის მიერ შერჩეული კადრია პოლიკლინიკის ხელმძღვანელი ლაშა მიქაუტაძე, რომელსაც თანამშრომლები პროტესტს უცხადებენ. დაწესებულებაში მიმდინარე კონფლიქტი მერიასა და საკრებულოს შორის დავის მიზეზი ხდება.