logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში ფონდმა „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ მუშაობა დაიწყო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით კიბო სიკვდილის მიზეზთა შორის ერთ–ერთ პირველ ადგილზეა. საქართველოში ბოლო წლებში სიმსივნით 8 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. უკანასკნელი წლების განმავლობაში კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა 55%–ით გაიზარდა. 

ამდენად, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კიბოს პროფილაქტიკა, პრევენცია და ადრეული დიაგნოსტირება ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთ–ერთ მთავარ მექანიზმად ითვლება. კიბო აღარ წარმოადგენს უკურნებელ სენს თუ მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდა. სკრინინგის პროგრამებიც სწორედ იმისთვისაა დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომ კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდეს. ადრე გამოვლენის შემთხვევაში კი განკურნების ალბათობა 100%–მდე იზრდება. ამავე დროს, გაცილებით მცირეა მკურნალობის ხარჯები, ვიდრე  კიბოს შორსწასული ფორმების მკურნალობისას.

საქართველოში ფონდმა „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“  მუშაობა დაიწყო.

აღნიშნული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სიმსივნით დაავადებულ პირთა დახმარებას.

ფონდი ონკოლოგიურ დიაგნოსტიკას დააფინანსებს, რაც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებით. პროექტის ბენეფიციარია საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელიც საჭიროებს ონკოლოგიური დაავადების იმ ტიპის დიაგნოსტიკას, რომელიც არ იფარება სადაზღვევო და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. 

ფონდი „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ წევრები (ბიზნეს ორგანიზაციები) ყოველთვიურად საწევროს სახით 1000, 500 ან 250 ლარს გადაიხდიან.

ესაა პროექტი, რომელიც კომპანიებს მისცემს საშუალებას, განავითარონ და გაიმყარონ საკუთარი პოზიციები ბაზარზე და ამავე დროს უდიდესი როლი შეასრულონ კაცობრიობის ნომერ პირველი მტრის, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.  ფონდში შემოსული თანხები მთლიანად ხმარდება ონკოდაავადებულების გამოკვლევებს.

კვლევებს კიბოს კვლევის ცენტრი მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია ანხორციელებს.

მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ ევროპის წამყვან კლინიკებში.  ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი ბიოტექნოლოგიური ფირმების აპარატურით და ტესტ სისტემებით. 

ფონდის “ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ დირექტორის ნინო პერტენავას თქმით,

„ფონდის მთავარი დანიშნულებაა ბიზნესის ხელშეწყობით პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია მოსახლეობაში, კიბოს ნაადრევი გამოვლინება და კვლევა, რათა ეფექტური იყოს მკურნალობა, რაც გვაძლევს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას და პაციენტის საბოლოო განკურნების მაღალ შანსს. ამჟამად ფონდის შემომწირველთა რიცხვი ყოველდღე იზრდება, ეს ის ორგანიზაციებია (პე–ეს–პე, ჯი-პი-სი, ჯი-პი-აი ჰოლდინგი, სილქნეტი და ა.შ), რომლებმაც უკვე შემოიტანეს თანხები. ისინი გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ჩვენთან ერთად ებრძვიან ნომერ პირველ დაავადებას კიბოს“ 

ყველა ადამიანს შეუძლია უფასო გამოკვლევების ჩატარება, რომელიც მიმართავს აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრს და თან იქონიებს ექიმის ცნობას და ფორმა ასს.  ფონდის დაფინანსებით ამჟამად აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრმა  115 ადამიანს 254 კვლევა ჩაუტარა, კლინიკა აღჭურვილია 2013 წლის დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურით, ასევე გააჩნია ქიმიოთერაპიის ინდივიდუალური შერჩევის უნიკალური ლაბორატორული მეთოდი.

http://commersant.ge

2013.10.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006