logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების დროული და ეფექტური მიწოდების, ასევე ამ მომსახურების მიწოდების შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრის მიზნით, "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის.
საკანონმდებლო ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ მოამზადეს.
კანონპროექტში დეტალურადაა გაწერილი ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა როგორც ნებაყოფლობითი, ისე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების წესი, პროცედურები და მასთან დაკავშირებული საკითხები. ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულებისთვის ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება ხელმისაწვდომი იქნება იმავე მექანიზმის გავლით, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო სექტორის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. კერძოდ, მსჯავრდებულს შეუძლია ჩაუტარდეს ფსიქიატრიული დახმარება ნებაყოფლობით, საკუთარი განცხადებით ან ინფორმირებული თანხმობით (გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია მსჯავრდებულის მონაწილეობა მისი ასაკის და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით).
ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულს არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარება უტარდება, როდესაც მას ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე. კანონპროექტით უქმდება საექსპერტო დასკვნის მოპოვების აუცილებლობა არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების დროს. კერძოდ, აღნიშნულ საჭიროებას განსაზღვრავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ან შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმი, რის საფუძველზეც, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციითა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მსჯავრდებული გადაყვანილი უნდა იქნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ან სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დაწყებულია.

http://www.interpressnews.ge

2013.10.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006