logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ცოფის პროფილაქტიკაზე საქართველო ევროპის რეგიონში ყველაზე მეტს ხარჯავს

ცოფის პროფილაქტიკაზე დახარჯული თანხებით საქართველო ევროპის რეგიონში და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.

საქართველოში შარშან  სამი, წელს კი 2 ადამიანი გარდაიცვალა ცოფით, მათ შორის ერთი მათგანი მიმდინარე თვეში, 44 წლის მამაკაცი. მას გარდაცვალებამდე 4 თვით ადრე, ქვედა კიდურზე უკბინა ძაღლმა. ტრავმის თაობაზე მას სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად  ანტირაბიული პროფილაქტიკული ვაქცინაცია არ ჩატარებია, რის შედეგადაც დაავადდა და გარდაიცვალა.

ცოფი არის მწვავე ზოონოზური ვირუსული ინფექციური დაავადება, რომლითაც ჩვეულებრივ ავადდებიან ძუძუმწოვარი ცხოველები და მისი ადამიანისთვის გადადება შესაძლებელია ისეთი ტიპის კონტაქტის დროს, როგორიცაა კბენა, დადორბლვა, დაკაწვრა. თუმცა, საბედნიეროდ, ცოფის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინით. 

ცოფის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 2-3 კვირიდან წელიწადზე მეტი დროს განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებული ჭრილობის ლოკალიზაციასა და დაზიანების ხარისხზე. ამ პერიოდში ჩატარებული ვაქცინაცია ცოფით არ დაავადების გარანტია.

სიმპტომებს მიეკუთვნება ჰიპერმგრძნობელობა იმ ადგილზე, რომელიც კბენის დროს დაზიანდა, შესაძლებელია ნაიარევის ქავილი, დაბუჟება, წამოწითლება და რასაც შემდგომშ მოსდევს ე.წ. აგზნების ფაზა. მოგვიანებით უკვე ვითარდება ენცეფალიტისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. პაციენტს უჭირს წყლის დალევა, სუნთქვა, აგზნების ფაზას ენაცვლება დამბლების ფაზა და საბოლოოდ დაავადება სიკვდილით (ლეტალობით) მთავრდება. 

ანტირაბიული პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ცხოველთან კონტაქტიდან რაც შეიძლება მალე. რაც უფრო მძიმეა ცხოველის მიერ მიყენებული ჭრილობა, მით უფრო სასწრაფოა დროული პროფლაქტიკის დაწყება. 

ყველაზე დიდ რისკ-ფაქტორად მიჩნეულია ძაღლი, იმიტომ, რომ ძაღლისგან ადამიანის დაკბენა-დადორბვლა ყველაზე მაღალია, ასევე საშიშია კატაც.

საქართველოში აღწერილია ცოფიანი კატისგან ადამიანის ჰიდროფობიით დაავადების შემთხვევები. თუ შინაური ცხოველი ავლენს აგრესიულობას, აქვს საეჭვო ქცევები, ეს უკვე მისი ცოფით დაავადების რისკზე მიუთითებს.  

ცხოველის მიერ დაკბენის ნებისმიერ შემთხვევაში ჭრილობა უნდა დამუშავდეს საპნიანი და გამდინარე წყლით, ამის შემდეგ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რომელიც გადაწყვეტს ვაქცინაციის საკითხს. 

ჯამნრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა ცოფის ლიკვიდაციაა ცხოველებში მათი ვაქცინაციის გზით.

http://www.ncdc.ge

2013.09.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006