logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრი: მთიან რეგიონებში კლინიკების მართვას მუნიციპალიტეტები უფრო ეფექტურად განახორციელებენ, ვიდრე კერძო კომპანიები

მაღალმთიან რეგიონებში კლინიკების მართვას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ბევრად უფრო ეფექტურად განახორციელებენ – ამ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი აკეთებს. მისი თქმით, ამის საფუძველს მას დღევანდელი მონაცემები აძლევს და სახელმწიფოსთვის ამ კლინიკების მართვაში გადასვლა და განვითარება არანაირი სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული. 

„ისეთი მონაცემები ჩანს, რომ ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა თუ ამ დაწესებულებების მართვას ადგილობრივი  მუნიციპალიტეტები აიღებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი გაწერილი სტრატეგიის მიხედვით, გამომდინარე საკადრო პოლიტიკის სპეფიციკიდან, ეს არის მთავარი არგუმენტი,  რატომ ადგილობრივი  და არა კერძო,“ – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს კერძო კომპანიებთან და ეს პროცესი მესტიას, ონს, ამბროლაურსა და წალკას შეეხება.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მაღალმთიან რეგიონებში მდებარე არამომგებიანი კლინიკები სახელმწიფო მართვაში გადავა. ამ მიმართულებით კომპანია „ადითის“ მართვის ქვეშ მყოფ კლინიკებთან ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

ექსპერტთა ნაწილი სახელმწიფოს მიერ კლინიკების მართვის ეფექტურობას სკეპტიკურად უყურებს.

აღნიშნულ საკითხზე პოზიციას აფიქსირებს „ჩემი ოჯახის კლინიკის“ კლინიკური დეპარტამენტის დირექტორი ვანო ბოკერია.

მისი შეფასებით, მაღალმთიან რეგიონებში არსებული კლინიკების მომგებიანობა არამომგებიანობაზე საუბარი მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა იგეგმებოდა თავად ჰოსპიტალური სექტორი საქართველოში. 

„რაც შეეხება ჩვენს ქსელს, მასში შემავალი კლინიკები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციის მატარებელია, არ შეიძლება ერთნაირად მომგებიანი და წამგებიანი იყოს. რადგან ქსელმა აიღო თავის მმართველობაში, უნდა შეძლოს, რომ თუ რომელიმე კლინიკა პოპულაციის სიმცირის ან სხვა სირთულეების გამო წამგებიანია, დააბალანსოს სხვა კლინიკებით და ისეთი სისტემა მოიფიქროს და მართოს, რომ უზრუნველყოს არამარტო ფინანსური მომგებიანობა, არამედ სოციალური პასუხისმგებლობა. 

ჩვენ რომ მხოლოდ 3 კლინიკა გვქონდეს მაღალმთიან რაიონში, წარმოუდგენელია, რომ დავიტოვოთ და ვმართოთ. როდესაც ვსაუბრობთ „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქსელზე, რომელიც თავისი სიდიდით და სიმძლავრით ქვეყნის პოპულაციის ნახევარს ემსახურება, რომელიმე კლინიკა განვიხილოთ როგორც წამგებიანი და მუნიციპალიტეტებს გადავცეთ, ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას ასე არ დავაყენებთ. 

შესაძლოა რომელიმე კომპანიას ჰქონდეს სურვილი, სახელმწიფოს მართვაში გასცეს კლინიკა, რადგან არ შეუძლია მისი მართვა და ითხოვოს დახმარება, მაგრამ საკითხის ერთ პრიზმაში გატარება, რომ მაღალმთიან რეგიონებში კლინკების მართვა წამგებიანია, გაუმართლებელია. 

ეს საფრთხილო თემაა ბევრი თვალსაზრისით. შეიძლება გარკვეული კლინიკები ან თუნდაც ქსელები წავიდნენ ამაზე, მაგრამ ეს იმ მოსახლეობისთვის უკეთესი არ იქნება. არ არსებობს შემთხვევა არცერთ ქვეყანაში, რომ სახელმწიფოს მიერ მართული ერთეული რაიმე განსაკუთრებულობით გამოირჩეოდეს.

შესაძლოა შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, როდესაც მართლაც სჭირდება კლინიკას სახელმწიფო ხაზინიდან დამატებითი დახმარება, რადგან არ ჰყოფნის პროგრამები. მაგალითად, ხულოში გარკვეულ პერიოდში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობები და ისინი დამატებით, გარკვეულ სპეციალისტებს უხდიან თანხებს. ესაა სწორი პარტნიორული გადაწყვეტილება,“ – აცხადებს ვანო ბოკერია.

http://commersant.ge

2013.09.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006