logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პრობლემას ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ ფარმაცევტული კომპანიები აღიარებენ

ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სუსტ რეგულაციებზე ფარმაცევტული ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები საუბრობენ. შეგახსენებთ, რომ დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პრობლემაა და სწორედ ამიტომ ჭიანურდება პრემიერის დაანონსებული უცხოური ფარმაცევტული კომპანიის საქართველოში შემოსვლა.

„ავერსი-რაციონალის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხარისხის კონტროლი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით სუსტი და ლიბერალურია.  მალხაზ კურტანიძის თქმით, „ავერსი“ სახელმწიფო კონტროლს არ ელოდება და შიდა კონტროლი უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი. კურტანიძე ამბობს, რომ დღეს წამლის მწარმოებლებისთვის ქვეყანაში საერთაშორისო მოთხოვნები არ არის და საბჭოთა დროს არსებული ნორმები მოქმედებს. შედეგად, როგორც „ავერსი–რაციონალის“ დირექტორი ამბობს, ზოგიერთი საწარმო ისევ საბჭოთა სტანდარტებზე მუშაობს, რადგან სხვა ვალდებულება არ არსებობს. 

„პეესპეს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ  შესაძლოა ბაზარზე რეგულაცია სუსტია, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის, რადგან მაგალითად „პეესპეს“ მომხმარებელმა იცის, რომ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტს ყიდულობს. კახა ოქრიაშვილის თქმით, „პეესპე“ მედიკამენტების ექსპორტს ახორციელებს, საწარმოში საერთაშორისო სტანდარტებია დანერგილი და „ჯიემპი“–ს პრინციპებით ხდება მუშაობა. 

მისივე ცნობით, საწარმოს ხელმძღვანელი ევროკავშირში საკვალიფიკაციო პერსონაა, რომელსაც თავად შეუძლია ევროკავშირის ნებისმიერი საწარმო შეამოწმოს. ოქრიაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ ხელშეკრულება გაფორმდა შვეიცარიულ კომპანია „ხოხვან ლორაშთან“ და შიდსის მედიკამენტის წარმოებას ამიერკავკასიისთვის სწორედ „პეესპე“ მოახდენს.

http://commersant.ge

2013.09.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006