logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პრობლემას ადასტურებს

ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პრობლემას, რომელზეც წლებია ექსპერტებსა და მოსახლეობაში აქტიური საუბრები მიმდინარეობს, ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს.

რატომ ჭიანურდება ჯერ კიდევ თვეების წინ, პრემიერის მიერ დაანონსებული ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა? აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას, მინისტრი აღნიშნავს, რომ ბაზარზე ხარისხის კონტროლის პრობლემაა და სწორედ ამით ხსნის სერგეენკო მსხვილი უცხოური კომპანიის შემოსვლის გაჭიანურებას.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ხარისხის გამართული კონტროლის გარეშე   ბაზრის ახალ მოთამაშეებზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან სამინისტროს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო სპეციალისტებმა ქართულ ბაზარზე ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე გაამახვილეს, როგორიც ხარისხის კონტროლის გაუმართაობაა. 

„მოლაპარაკების პროცესი მეორე მხარეზეცაა დამოკიდებული. ამ თვეების  განმავლობაში სამინისტროს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო სპეციალისტებმა ექსპერიმენტული შეფასება გააკეთეს, რომელმაც ბაზარზე ხარისხის კონტროლის გაუმართაობაზე მიუთითა, თუმცა კომპანიასთან  მოლაპარაკებები მიმდინარეობს,“ – აცხადებს სერგეენკო.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე საქართველოში უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა დააანონსა. მისი განცხადებით, ამ კომპანიის ხელმძღვანელობა მისი ძველი ნაცნობები არიან და მათთან უკვე ჰქონდა საუბარი, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ მაქსიმალურად მოხდეს მედიკამენტებზე ფასების დაწევა, თუმცა პრემიერის განმარტებით, ამ კომპანიის შემოსვლით ბაზრის ორი მსხვილი მოთამაშე არ დაზარალდება.

http://commersant.ge

2013.09.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006