logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ტექნიკური რეგულაციების მომზადება დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ტექნიკური რეგლამენტის მომზადებაზე მუშაობა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ სტომატოლოგიური კლინიკების უკონტროლობის პრობლემა რამდენიმე კვირის წინ წამოიჭრა.

დღეს საქართველოში სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა უპრობლემოდ შეიძლება და არც მისი საქმიანობის კონტროლი მიმდინარეობს. შესაბამისად, პაციენტის უსაფრთხოება ექიმისა და კლინიკის ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. 

ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი გია ლობჟანიძე საკითხის დარეგულირებას საკანონმდებლო დონეზე ითხოვს. მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონით, სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა ნებისმიერ ადამიანს, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე, ნებისმიერ „სარდაფში“ შეუძლია. ამასთან, არ მიმდინარეობს კლინიკების ფუნქციონირებისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვის კონტროლი. 

ამ საკითხზე საუბრისას ერთ–ერთ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ  ქვეყანაში  სტომატოლოგიური კლინიკების ლიცენზიის დახვეწა უნდა მოხდეს, რადგან დღეს პრაქტიკულად ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ სტომატოლოგიური კაბინეტი გახსნას. 

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე, თემურ პირველაშვილი განმარტავს, რომ დღეს არცერთი სტომატოლოგიური დაწესებულების გახსნას რაიმე სახის ლიცენზია, ან ნებართვა არ ჭირდება და მათი საქმიანობა, პრაქტიკულად, რეგულირების მიღმაა დარჩენილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწესებულება რენტგენოლოგიურ საქმიანობასაც ახორციელებს, რაც თავის მხრივ (კონკრეტულად ამ საქმიანობაზე), შეტყობინების რეჟიმს ექვემდებარება. შესაბამისად, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ქვეყანაში რამდენი სტომატოლოგიური დაწესებულებაა, არ გვაქვს. 

„ზოგადად, ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის პირობებით რეგულირდება. მათგან, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა შეტყობინების რეჟიმს და, შერჩევით კონტროლს ექვემდებარება. მათ შორის მოიაზრება სტომატოლოგიური საქმიანობაც, რომლისთვისაც, სპეციფიკიდან გამომდინარე, პროექტით, დამატებითი პირობებიცაა განსაზღვრული,“ - აცხადებს პირველაშვილი.

http://commersant.ge

2013.09.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006