logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ქობულეთის მუნიციპალიტეში მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაციას გამართავს

დღეს, 25 იანვარს, აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და დასაქმების სააგენტო 2013 წლის მიზნობრივი პროგრამების და სამინისტროს 2012 წლის მუშაობის ანგარიშს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების წარმომადგენლებს, თემის რწმუნებულებს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს და მუნიციპალიტეტში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს გააცნობს.
მუნიციპალიტეტში დაგეგმილ შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების დირექტორები დაესწრებიან.
შეხვედრის მონაწილეებს მოსახლეობაში გასავრცელებლად პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები დაურიგდებათ.
როგორც სამინისტროდან იტყობინებიან, 2013 წელს უწყება 12 მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. ესენია:1) დამატებითი სამედიცინო მომსახურების კომპონენტი, 2) გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების კომპონენტი, 3) 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების კომპონენტი, 4) სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების კომპონენტი, 5) ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) კომპონენტი, 6) მოსახლეობისათვის განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარების კომპონენტი, 7) ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის კომპონენტი, 8) რესურსტევადი, მაღალტექნოლოგიური (გულის ქირურგიის) სამედიცინო მომსახურების კომპონენტი, 9) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფის კომპონენტი, 10) სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი, 11) მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალის მატერიალური წახალისების კომპონენტი, 12) მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი.

სამინისტროს მიმდინარე წლის პროგრამული ბიუჯეტი 5 818 700 ლარს შეადგენს, აქედან 5 397 300 ლარი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე, ხოლო 421 400 ლარი სოციალური დაცვის პროგრამებზე ნაწილდება.
სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის, მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალის მატერიალური წახალისების პროგრამას. რიგ პროგრამებში დაემატა დაავადებათა ჩამონათვალი, გაიზარდა მოსარგებლეთა რაოდენობა, ასევე შეიცვალა დაფინასების წესი, რაც პაციენტის მხრიდან თანაგადახდის შემცირებას ითვალისწინებს.

http://ghn.ge

2013.01.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006