logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    2-3 თვეში გენმოდიფიცირებულ პროდუქციას გამოააშკარავებენ

დაახლოებით 2-3 თვეში გაირკვევა ქართულ ბაზარზე რა პროცენტული წილი უჭირავს გენმოდიფიცირებულ პროდუქციას. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის 2/3 მაინც გმო პროდუქტია. ამ ეტაპზე ამის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ გაზაფხულზე პარლამენტი კანონოპროექტს დაამტკიცებს, რომელიც გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეგულაციას და მარკირებას დააკანონებს. სწორედ მაშინ გარკვევა წელბის განმავლობაში, რითი იკვებებოდა ქვეყნის მოსახლეობა.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ კანონპროექტი უკვე მზად არის. იგი 25-გვერდიანია და ჰარმონიზაციაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან. მათივე თქმით, მასზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება და შემდეგ დოკუმენტს არასამთავრობოებთან განიხილავენ.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს. კანონი გმო პროდუქციის რეგულაციას ახდენს, რაც მარკირებას, ხოლო რიგ შემთხვევებში პროდუქციის აკრძალვას გულისხმობს.

მწვანეთა პარტიის ლიდერის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ხელისუფლება ევროკავშირისა და აშშ-ის ბაზრების გახსნაზე აქტიურად მუშაობს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ყველა იმ დირექტივის შესრულებაზე მუშაობა, რომელიც ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, პროდუქციულ ფიტოსანიტარულ კონტროლს და შრომის კოდექსს უკავშირდება.

„ჯამში ეს არის 800 მილიონიანი ბაზარი, ამიტომ იქ შესვლა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ შევასულებთ ყველა იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელსაც ევროკავშირი და აშშ გვიყენებენ“, - განაცხადა მან.

გაჩეჩილაძის თქმით, ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას ხელს ასევე ხელოვნურად შექმნილი იმპორტი უშლიდა, რაც ფულად ინტერესებთან იყო დაკავშირებილი.

მწვანეთა პარტია რამდენიმე კანონპროექტზე მუშაობს, კერძოდ, სოფლის მეურნების სამინისტროსთან ერთად მუშავდება კანონპროექტი ბიომეურნეობების შესახებ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას ითვალისწინებას, ასევე უკვე მზადაა კანონპროექტი გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ.

„გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შესახებ“ კანონპროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული. მასზე მუშაობა, ფაქტობრივად, დასრულებულია და მისი განხილვა პარლამენტში თებერვლიდან დაიწყება.

„გვინდა, საქართველო გამოვაცხადოთ გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ქვეყნად. მივაღწიეთ იმას, რომ ბაზარზე გასაყიდი პროდუქტების მარკირება მოხდეს, რაც აგრეთვე ადგილობრივი კულტურული ჯიშების შენარჩუნებასა და ბიომეურნეობების განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

ექსპერტი გიორგი მაღრაძე განმარტავს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ კანონპროექტის მიღება მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ქართული სოფლის მეურნეობის ენდემური ჯიშების გადასარჩენად აუცილებელია.

„ამ პროგრესული გადაწყვეტილების შედეგს ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. მთავარია, რომ ახლა კანონპროექტით მოხდეს პროდუქტის ნიშანდება. ამასთან დაკავშირებით მსჯელობას მომავალშიც გაგრძელდება. მთლიანობაში კი, ასეთი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს სურსათის კონტროლს. ამ მიმართულებით საქართველოში ბევრი პრობლემაა, რის გადაწყვეტაც აქამდე ვერ ხერხდებოდა“, - აცხადებს მაღრაძე.

საქართველოში არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, ბაზრის რა ნაწილი უკავია გენმოდიფიცირებულ საკვებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოში სამომხმარებლო ბაზრის 2/3 მაინც გმო პროდუქტია.

 

 

 

გიორგი ბექაური

http://www.for.ge

2013.01.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006