logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ალერგიის მსოფლიო დღე

2012 წლის 4 დეკემბერს ალერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია (WAO),  ქრონიკული რესპირატორული დაავადებების გლობალურ ალიანსთან (GARD) ერთად აღნიშნავს ალერგიის მსოფლიო დღეს, მოსახლეობაში სასუნთქი გზების ქრონიკული ალერგიული დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ალერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია (WAO), დაფუძნდა 1951 წელს და ამ დროის მანძილზე წარმატებით ჩაატარა 22 მსხვილი კონგრესი. გარდა ამისა სისტემატიურად უწევს სპონსორობას სამეცნიერო სიმპოზიუმებს განვითარებად ქვეყნებში. ორგანიზაცია ცდილობს გააძლიეროს თავისი კომპეტენცია  და თავის რიგებში გააერთიანოს, რაც შეიძლება  მეტი  ალერგოლოგი და კლინიკური იმუნოლოგი, რომლებიც მთელ მსოფლიოში  კვლევებითა და პრაქტიკით არიან დაკავებულნი. 

ალერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია არის მედიცინის მეცნიერებათა საერთაშორისო ორგანიზაციების საბჭოს წევრი (CIOMS) და აქვს სამუშაო ურთიერთობები მსოფლიოს მრავალ ორგანიზაციასთან.

მსოფლიოში ამჟამად  ალერგიული დაავადებების და მათ შორის ასთმის  შემთხვევების სიმძიმის მატების ტენდენცია აღინიშნება, დაავადების ტვირთის სიმძიმე  განსაკუთრებით  ბავშვებსა და ახალგაზრდებზე მოდის. ალერგიის გავრცელების მატება სავარაუდოდ შეიძლება დაუკავშირდეს  ურბანულად მჭიდროდ დასახლებული  საზოგადოებების მომრავლებას, ეკოლოგიური რისკ ფაქტორების მომატებას,  შიდა და გარე დაბინძურებების შერწყმას ბიომრავალფეროვნების შემცირებასთან. ზოგჯერ,  ალერგიისა  და განსაკუთრებით ასთმის შემთხვევაში, პაციენტებისათვის კლინიკური დახმარება შეზღუდული, არაეფექტური ან შეუძლებელია.

ალერგიული დაავადებები ხშირად გამოხატულია  სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქსიური შოკით, ასთმის ზოგიერთი მძიმე ფორმით, რინიტით, კონიუქტივიტით, კვინკეს შეშუპებით, ჭინჭრის ცხელებითა და ალერგიული დერმატოზებით, სხვადასხვა ეოზინოფილური დარღვევებით, წამლისა და მწერების ალერგიით. ხშირად  ეს ალერგიული დაავადებები თავმოყრილია ერთ ადამიანში.

ალერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია მოითხოვს, რომ ალერგიული დაავადებები აღიარებულ იქნას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემად, რათა  გაძლიერდეს ძალისხმევა მათ შესამცირებლად და სამკურნალოდ.

http://ncdc.ge

2012.12.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006