logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მსოფლიო გენმოდიფიცირებულ საკვებზე უარს ვერ ამბობს

საქართველოს ახალი ხელისუფლება გენმოდიფიცირებული თესლის იმპორტის აკრძალვას და მზა პროდუქციის მარკირების ვალდებულების შემოღებას გეგმავს.რა შეფასებებს აკეთებენ თანამედროვე მეცნიერები გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებით?

ფაქტია, რომ პროდუქტები, რომლებიც გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს, მომხმარებლის უმრავლესობაში ცალსახად ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს. გენმოდიფიცირებული პროდუქციის შექმნის ტექნოლოგიებს არაერთი მომხრე ჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს მეთოდი არის შესაძლებლობა, მსოფლიოში მოსავლიანობა გაიზარდოს და შიმშილი დაიძლიოს.

ამასთან, მათი თქმით, გენმოდიფიცირებული ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელია პროდუქციაში ვიტამინების რაოდენობის გაზრდა.თუმცა მოწინააღმდეგეები უმრავლესობაში არიან. ისინი ამტკიცებენ, რომ გენებით მანიპულაცია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საფრთხის მატარებელია.თუკი ყველა არგუმენტს გავითვალისწინებთ, მივიღებთ, რომ ყველაზე მეტად ადამიანებს უხილავი საფრთხის ეშინიათ. ისინი შიშობენ, რომ „გმო“ საკვების საშუალებით მათ ორგანიზმში მოხვდება და შეაღწევს „დე ენ ემ“–ში, აქედან მუტაციამდე და დაავადებებამდე კი არცთუ დიდი გზაა.

ითვლება, რომ  გენ–მოდიციფირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საფრთხეების დიაპაზონი ძალიან ფართეა: ალერგიით და იმუნიტეტის დაქვეითებით დაწყებული რეპროდუქციული ფუნქციის მოშლით დამთავრებული. ორი წლის წინ რუსეთის ეკოლოგიისა და ევოლუციის ინსტიტუტში ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლის შედეგებიც საგანგაშო აღმოჩნდა: იმ ზაზუნების მესამე თაობა, რომლებსაც გენმოდიფიცირებული პროდუქტებით კვებავდნენ, არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა – ისინი ნელა ვითარდებოდნენ, მათმა ნაწილმა კი გამრავლების უნარი დაკარგა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ექსპერიმენტის შედეგების პირდაპირ ადამიანთან ასოცირება არ შეიძლება, მაგრამ მისი სხვა ცხოველებზე პროეცირება შესაძლებელია.

სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ სოიოზე, რომელიც საქონლის საკვების ძირითადი კომპონენტია. მარცვლეულის საერთაშორისო კავშირის მონაცემებით, რუსეთი, საფრანგეთი, უკრაინა, საფრანგეთი, შვედეთი და სხვა ქვეყნები ცხოველების გამოსაკვებად აქტიურად იყენებენ გენმოდიფიცირებულ მცენარეებს.

ევროკავშირი ყოველწლიურად 40 მილიონი ტონა სოიოს იმპორტს ახდენს. თუმცა არის ქვეყნები, სადაც გმო–ს გამოყენება აკრძალულია. ყველაზე მკაცრ ზომებს ფინეთი, ავსტრალია, ვენესუელა, საბერძნეთი, შვეიცარია და პოლონეთი მიმართავენ. საქონლის მენიუში გმო–მცენარეების სრული აკრძალვა ფინეთში მოქმედებს. ჯერ კიდევ 2003 წელს ფინეთის რძის ქარხნების ასოციაციამ გმო–სადმი თავისი ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა. ადგილობრივი ფერმერები ამაყობენ თავიანთი საქონლით და იმით, რომ მათ მხოლოდ მდელოების ბალახით კვებავენ.

სამწუხაროდ, ტრანსგენების ასეთი კუნძულები მსოფლიოში ბევრი არ არის და ყოველწლიურად სულ უფრო რთულია იმის გაგება, თუ რითი ვიკვებებით, რადგან გმო–პროდუქტებს იგივე გემო აქვს, რაც ნატურალურს. და იმ შემთხვევაშიც, თუკი, მაგალითად კარტოფილი გლეხმა საკუთარ ნაკვეთზე მოიყვანა, მისი პროდუქცია მაინც შეიძლება გენმოდიფიცირებული იყოს, რადგან დიდი ალბათობაა, რომ შეცვლილ გენებს კარტოფილის თესლი შეიცავდა.  

http://commersant.ge

2012.11.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006