logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფარმაცევტული კომპანია „კამელინი“

5 ფორმის პრეპარატი  „კამელინ მ1“– ინექცია, „კამელინ მ2“– კაფსულა, „კამელინ მ3“–მალამო,  „კამელინ მ 4 „– სანთლები და  „კამელინფლუ–სპრეი"  

  • 100%  ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი,
  • მაღალეფექტური,
  • არატოქსიური,
  • არ,იწვევს ალერგიას,
  • გამოირჩევა ორგანიზმში შეყვანის გზების მრავალფეროვნებით,
  • ინექციები, პერორალური, გარეგანი, ინსტილაციური,
  • იმპრეგნაციული,
  •  რექტალური, ვაგინალური.

პრეპარატი „კამელინი“ დასაბამს იღებს გასული საუკუნის 50–იანი წლებიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც კომუნისტური წყობილების პირობებში დიდ რისკთან იყო დაკავშირებული რეალური, კლინიკური შედეგებიდან თუნდაც უმნიშვნელო გადახვევა. ამ დროიდან კი „კამელინზე“ ჩატარებული წინაკლინიკური და კლინიკური ცდები და მის ირგვლივ გაკეთებული დასკვნები იმდენად მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით,  რომ მას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და უამრავი უცხოელი მეცნიერის ყურადღების ცენტრში ხვდება. საქართველოში არცერთ პრეპარატს არ ქონია პატივი გაევლო ისეთი სამეცნიერო–კლინიკური კვლევები, როგორიც „კამელინს“ ხვდა წილად. ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ პრეპარატის სახელწოდება „კამელინი“ არა მისი შემქმნელის, მეცნიერის და ქირურგის, ბენედიქტე  (ძაგული) მაღლაკელიძის მიერ იქნა შერჩეული, არამედ, საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ. მოსკოვის, ლენინგრადის, ხარკოვის და თბილისის სამეცნიერო ცენტრებსა და ონკოცენტრებში ჩატარებული მრავალი წარმატებული კვლევის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე ამავე სამინისტროს მიერ საქართველოში გამოგზავნილი იქნა ოფიციალური წერილი, რომელიც საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ავალდებულებდა უმოკლეს ვადებში გამოეშვათ (საწარმოო მასშტაბით) მილიონ ნახევარი ამპულა „კამელინ მ1“  და მიეწოდებინათ ზემოთ აღნიშნული ქალაქების ონკოპაციენტებისთვის. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო ეს პროცესი შეფერხდა, რომელსაც თან დაერთო თავად პრეპარატის ავტორის უეცარი გარდაცვალებაც.  მხოლოდ 2004 წლიდან  გახდა შესაძლებელი აღორძინებულიყო იგი, რომელიც დიდი ძალისხმევის ფასად მოახერხეს ავტორის  მეუღლემ, ასევე ქირურგმა, საზოგადო მოღვაწის და პუბლიცისტის, 1918–1920 წლებში „სამუსულმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“, სეიმის, პარლამენტის წევრის ჰაიდარ აბაშიძის ქალიშვილმა გუგული  აბაშიძემ და მისმა ოჯახმა. ამ პერიოდიდან  „კამელინი“ მოხვდა უცხოელი მეცნიერების ყურადღების ცენტრში, რომელებიც აქტიურად ჩაერთვნენ მის კვლევაში.  მოხდა  ფარმაცევტული კომპანიის დაფუძვნება, პრეპარატის აღორძინება–პოპულარიზაცია  და ფარმაცევტულ ბაზარზე წარმატებით გატანა. „კამელინმა“ მოკლე დროში მოიარა მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრები.  კვებეკის, მონრეალის, ილიონისის, ბერნის, ორეგონის, დელის უნივერსიტეტებსა და კლინიკებში ნათლად  დასტურდებოდა პრეპარატის იმუნომოდულატორული, სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული (ლეიშმანიოზი, სალმონელოზი, ქლამიდიოზი, ამებიაზი) , ქსოვილის რეგენერაციული და სხვა თვისებები. ამის შედეგად კი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძვდა კომპანია  „camelyn u.s. incorporation”,  ასევე საბერძნეთში “camelyn internacional”,  რომლებიც ეწევიან „კამელინის“ პოპულარიზაციას  და ამ ქვეყნების ფარმაცევტულ ბაზარზე  მის დამკვიდრებას.  

 2010 წლის იანვარში ესპანეთში გამართულ სიმპოზიმზე“internerional conference on antimicrobial research” წარმოდგენილი იყო პრეპარატ „კამელინზე“ სტატია, სათაურით “evalution of in vitro and in vivo antibacterial and anti-fungal activity of “camelyn m “.  კომპანიის პარტნიორები გახლდათ კვებეკისა და ბერნის უნივერსიტეტები, საქართველოს ტუბერკულოზის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. კომპანიის წინსვლას და საერთაშორისო აღიარებას დაემატა ისიც, რომ გამომცემლობა  “worldScientifik” –ის მიერ გამოცემულ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო წიგნში „მეცნიერება და ტექნოლოგიები მიკრობული პათოგენების წინააღმდეგ’“  გამოქვეყნდა ესპანეთის სიმპოზიუმზე წარმოდგენილი სტატია.

კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნირო პროექტების ხელმძღვანელია ბიოლოგიურ მეცნიერებატა დოქტორი, 2009 წლის მსოფლიო საუკეთესო მეცნიერთა „TOP  100 “–ში შესული მეცნიერი კობა გურიელიძე. 

შემდგომმა თანამედროვე ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა კვლევებმა, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში  აჩვენა,  რომ „კამელინი“  ხასიათდება  სხვა თვისებებითაც.  „კამელინის“  სუბსტრატზე წამლის სხვა ფორმების (კაფსულები, მალამო, სანთლები, სპრეი)  შექმნამ, ასევე ორგანიზმში შეყვანის ახალმა მეთოდებმა (ელექროფორეზი, ულტრაფონოფორეზი, ინჰალაცია და სხვა) მნიშვნელოვნად გააფართოვა ამ პრეპარატის კლინიკური გამოყენების სფერო. „კამელინის“ იმუნომოდულირებელი თვისების გამოვლენამ საშუალება მოგვცა მისი ეფექტურობის მექანიზმის ახსნა არსებითად განსხვავებული დაავადებებისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ პათოგენეზში ადგილი აქვს იმუნოპათოლოგიურ ფაქტორებს.    „კამელინმა“ შეიძინა ახალი მიმართულებები მედიცინაში მრავალი კვლევების საფუძველზე და გამოავლინა ფართო გამოყენების ჩვენებები, კერძოდ

  • კანის, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი და ხანგრძლივი შეუხორცებელი ჭრილობები, ტროპიკული წყლულები, ფურუნკული, პანარიციუმი, დამწვრობები (მათშორისმზითდამწვრობები) ნაწოლები,
  • კანის დაავადებები,
  • ოპერაციისშემდგომი პერიოდი: ჭრილობების შეხორცება, ორგანიზის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება,
  • ბაქტერიული ინფექციები,
  • ვირუსული ინფექციები,
  • სოკოვანი ინფექციები,
  • ტრავმები და დაჟეჟილობები,
  • სახსრებისდეგენერაციულ-დისტროფიულიდაავადებები, ართრიტები, ართროზები,
  • სიმსივნური დაავადებები,
  • პოლინეიროპათიები,
  • ვაგინალური ინფექციები (მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი წარმოშობის), საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს ყელის ეროზიები,
  • პროსტატიტები, პროქტიტები, სწორი ნაწლავის ნახეთქები, ბუასილი,
  • სტომატოლოგიური დაავადებები,
  • პირის ღრუს და ყელის ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, (კატარალური ანგინა) სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი, როგორც დამხმარე საშუალება ქრონიკული ტონზილიტის დროს.

„კამელინით“ მკურნალობის ეფექტურობა და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა დადასტურებულია კვლევებით:

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი–საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი
„კამელინის“ გამოყენების მიზანშეწონილობა ულტრაფონოფორეზის და ელექროფორეზის საშუალებით ოსტეოქონდროზის და ოსტეოართრიტის სამკურნალოდ–თ. ჩილიგარიშვილი; ნ. სააკაშვილი;

„კამელინით“ მკურნალობის ეფექტურობა წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების დროს ,  ქრონიკული პროსტატიტები,  ქრონიკული ურეთრო–ცისტიტები, პროსტატის ადენომა–ზ. ბაინდურიშვილი;

კლინიკა ‘ხერხემალი“ 
„კამელინის“ გამოყენება ვერტებრონევროლოგიაში, ფიზიოთერაპია, პრევენცია , რეაბილიტაცია.   მუხლის, მენჯ–ბარძაყის, მხრის სახსრის ართროზი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, სპონდილოზი, დისკოპათიები და სხვა–ნ.ფალიანი;

სამედიცინო ცენტრ „ლედი“–მოსკოვი
„კამელინის“ გამოყენება ოსტეოქონდროზის დროს–თ.სტუპინი;

დამწვრობის ცენტრი
პრეპარატ „კამელინის“ გამოყენების მოქმედება: იმუნური სისტემის  და რეაპარაციული პროცესების აქტივაცია, ოპერაციის შემდგომი კანის მთლიანობის აღდგენა უფრო სწრაფ ვადებში –ბ. იაშვილი, ბ. კორსანტია;

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი
„კამელინი“ ტუბერკულოზის მძიმე ფორმების კომპლექსურ თერაპიაში–ლ.ვაშაკიძე; ვ. ტორონჯაძე;

ბათუმის ონკოლოგიური კლინიკა
„კამელინ მ 1“–ის და „კამელინ მ 2“–ის გამოყენება სხვადასხვა სიმსივნეების,  უმძიმესი დიაგნოზის (მე–4 სტადიის)  მქონე პაციენტებში. კერძოდ  ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევებში დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადის და ენერგიის მომატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი –მ.ჯინჭარაძე;

იმედის კლინიკა–თბილისი, ბათუმის სამშობიარო სახლი
„კამელინ მ4“  (სანთლები)–ის გამოყენება ქალური დავადებების, ვაგინალური ინფექციების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ორსულებში  ანთებითი პროცესებისა და ბუასილის დროს–დ.ლანდია;

თბილისის საოჯახო მედიცინის  სასწავლო კლინიკური ცენტრი
კამელინფლუ–სპრეის გამოყენება  პირისა და ყელის ღრუს ინფექციების დროს –მ. შიხაშვილი; 

სტომატოლოგიური კლინიკა „მითრა“და  „ემბიესი“
„კამელინის“ გამოყენების უპირატესობა  პაროდონტიტების და პერიოდონტიტების სამკურნალოდ–ი.კაჭკაჭიშვილი, მ. ბაქრაძე;

ფარმაცევტული კომპანია „კამელინი“ აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს, რომლებიც მიზნად ისახავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ინფორმირებულობას  და სამეცნიერო–კლინიკური კვლევების შედეგების გაცნობას:

 „სიცოცხლე „კამელინთან“ ერთად“,  12 დეკემბერი, „შერატონ მეტეხი პალასი“–თბილისი, 2010 წელი

 „კამელინი და ჯანმრთელობა“, 11 ივნისი, 2011 წელი, „შერატონ ბათუმი პალასი“–ბათუმი, 2011 წელი

“კამელინფლუს“  პრეზენტაცია, 29 ნოემბერი , სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ –თბილისი, 2011 წელი

“კამელინ  2012“, საერთაშორისო კონფერენცია, 23 ივნისი, „შერატონ ბათუმი პალასში“–ბათუმი, 2012 წელი 

 

 

ფარმაცევტული კომპანია „კამელინის“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიეთობის უფროსი მაია ცომაია 593–66–95–83

www. Camelyn.ge

2012.11.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006