logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალი ხელისუფლება საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

 

 

 

ახალი ხელისუფლება საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. თუმცა „სოფლის მეურნეობის კორპორაცია“ ამ დრომდე ქვეყანაში გენმოდიფიცირებული თესლის და სანერგე მასალების  შემოტანას კატეგორიულად უარყოფს. კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჯახუტაშვილის თქმით, გენმოდიფიცირებული თესლი საქართველოში არ შემოდიოდა, რადგან ფერმერები მისი შეძენით არ ინტერესდებოდნენ.

ამ განცხადებას კატეგორიულად უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე, რომლისთვისაც გაუგებარია, საიდან აქვს ჯახუტაშვილს აღნიშნული ინფორმაცია მაშინ, როდესაც კანონმდებლობით ასეთი მასალის იმპორტი  არ კონტროლდებოდა. 

,,ჯერ კიდევ 1996 წელს, როდესაც საქართველოში დიდი რაოდენობით გენმოდიფიცირებული  კარტოფილის თესლი  შემოიტანეს, ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკიდან მივიღეთ და არა საქართველოდან, რადგან კანონმდებლობას ამას არ არეგულირებდა,“ – აცხადებს გაჩეჩილაძე. 

მისივე თქმით,  მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალების იმპორტი აიკრძალება და შემოღებული იქნება გენმოდიფიცირებულ მზა პროდუქტებზე სავალდებულო მარკირება, მსგავსი პროდუქციის რეალიზაცია შეწყდება და მომხმარებელს შეცდომაში ვეღარავინ შეიყვანს. გამოიწვევს თუ არა ქართულ ბაზარზე გენმოდიფიცირებული თესლის აკრძალვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე ფასების მატებას? გაჩეჩილაძის განმარტებით, იმპორტიორები არაგენმოდიფიცირებულ საკვებს შემოიტანენ, რითიც მსოფლიო ბაზრები სავსეა. ამას კი, გაჩეჩილაძის თქმით,  ქვეყანაში სოფლის მეურნეობის   ეტაპობრივად განვითარება დაემატება  და მსგავსი პრობლემის წინაშე საქართველო არ  დადგება. 

იმპორტიორი კომპანიის ,,ალიანსის“  გენერალური დირექტორის მამუკა ცაგარელის განცხადებით, შესაძლოა  გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალების აკრძალვით ბიზნესმენებმა ისარგებლონ და ფასები გაზარდონ.  ხოლო მზა პროდუქციის სავალდებულო მარკირებამ კი ცაგარელის აზრით შესაძლოა, ბიზნესის შეფერხება გამოიწვიოს რეალიზაციის შემცირების თვალსაზრისით, ვინაიდან პროდუქტზე წარწერა ,,გენმოდიფიცირებულია“ მომხმარებელს  აბნევს და ადამიანი მის ყიდვაზე უარს ამბობს.  როგორც ცაგარელი აღნიშნავს, მარკირების ვალდებულების ამოქმედების შემდეგ ბიზნესმენებს მოუწევთ პიარ–კამპანიის სწორი კუთხით წარმართვა, ვინაიდან საზოგადოებას ზუსტად უნდა განუმარტონ, თუ რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული პროდუქცია და ის, ეს წარწერა გაჩნდება, სულაც არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ პროდუქტი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

 

 

 

http://commersant.ge

2012.10.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006