logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „მედისონი" სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ექიმების ტესტირებებს იწყებს

კომპანიამ „მედისონი“ ექსპერტთა საბჭო და პროფესიული განვითარების ცენტრი შექმნა.

კომპანიის ცნობით, საბჭოსა და ცენტრის შექმნა კლინიკების მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრენინგების მოდულები ექიმებისთვის. მოდულები ითვალისწინებს ტრენინგების ჩატარებას, რომელიც გულისხმობს პრეტესტის გამართვას ტრენინგების დაგეგმვის მიზნით, შემდეგ ტრენინგს და პოსტ-ტესტს.

„დაგეგმილი ტესტირებები არ ისახავს მიზნად სამედიცინო პერსონალის შემცირებას, მისი მიზანია გამოვავლინოთ ტრენინგების საჭიროების სფეროები/ნოზოლოგიები და მივაწოდოთ ექიმებს უახლესი მიდგომები, გაიდლაინები და პროტოკოლები.პირველ რიგში ვიწყებთ ოჯახის ექიმების ტრენინგებს, რადგან ოჯახის ექიმი პატრონაჟს ყველა ასაკობრივი კატეგორიის პაციენტს უწევს და პაციენტის მკურნალობის ტაქტიკის ძირითადი განმსაზღვრელია. სწორედ ოჯახის ექიმის კვალიფიკაცია განსაზღვრავს სწორად წარიმართება თუ არა პაციენტის დიაგნოსტიკა, დაავადებათა პრევენცია და მკურნალობა. მეორე ეტაპზე არის დაგეგმილი სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ტრენინგების ჩატარება,“ – განმარტავენ „მედისონში“.

 „მედისონი“ სამ კლინიკას #1 პროფილაქტიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრს, #2 პროფილაქტიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრსა და სამედიცინო ცენტრს “ჯანმრთელობა” ფლობს. „მედისონში“ შექმნილი ექსპერტთა საბჭო და პროფესიული განვითარების ცენტრი დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით.

http://commersant.ge

2012.10.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006