logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ამტელ ჰოსპიტალის" ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის" ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც კლინიკის ექიმმა ნოე ლეჟავამ განაცხადა, ისინი კლინიკის სიახლოვეს გზის გადათხრასა და იქ გაურკვეველი მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. მედიკოსების თქმით, მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, კლინიკისკენ მიმავალი გზის ნაწილი ჩაიკეტება, რაც საავადმყოფოში პაციენტების მისვლას ხელს შეუშლის.
ამასთან ექიმებს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ჯონი ჯანაშიამ. ჯანაშია ეჭვობს, რომ იმ შემთხვევაში თუ პაციენტები კლინიკაში მისვლას ვერ მოახერხებენ, საავადმყოფო გაკოტრდება და გაიყიდება.
"გასულ წელს გამოცხადებული იყო კონკურსი საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით. თანამშრომლებმა გაყიდეს ბინები, აიღეს კრედიტები, რომ კლინიკა შეენარჩუნებინათ. ეს რომ სახელმწიფომ შეიტყო, კლინიკის ფასი გააორმაგა, რის შემდეგაც კლინიკა გასხვისდა რუსეთის მოქალაქე, ინდური წარმოშობის ვინმე გუფთაზე", - აღნიშნა ჯანაშიამ.
მისივე თქმით, პრივატიზაციის შემდეგ სამკურნალო დაწესებულების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. კლინიკა დატოვეს წამყვანმა სპეციალისტებმა. ჯანაშიას განცხადებით, შემცირდა სამედიცინო პერსონალის ხელფასი და მკვეთრად იკლო პაციენტების რაოდენობამ. მედიცინის პროფკავშირი პრივატიზაციის პირობების გადახედვასა და კლინიკის თანამშრომლების დაბრუნებას მოითხოვს.
მოგვიანებით, საპროტესტო აქციაზე ექიმებთან კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ქაცარავა მივიდა, რომელმაც ჯონი ჯანაშია პოპულიზმში დაადანაშაულა და ექიმებს შეახსენა, რომ გაფიცვა არ შეიძლება. ქაცარავას თქმით, გზის გადათხრასთან დაკავშირებული საკითხი შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობით უნდა გაირკვეს.
ამ დროისთვის "ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის" ტერიტორიაზე ექიმების აქცია დასრულდა.

http://www.interpressnews.ge

2012.10.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006