logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის უნიკალური ვებგვერდი იხსნება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის უნიკალური ვებგვერდი იხსნება.
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისიდან იუწყებიან, რომ ხვალ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ვებგვერდის (WWW.ERTAD.ORG) და სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაციას გამართავს.
ამავე დღეს დაიწყება პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი გახდეს ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის.
როგორც პროექტის ინიციატორები აცხადებენ, ახალი ინტერნეტპორტალი უნიკალური რესურსია მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ. ვებგვერდის მეშვეობით მოხდება ხერხემლის დაზიანების და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და გამოცდილების გაცვლა.
ასევე, თავმოყრილი იქნება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე, არსებულ კანონმდებლობაზე და ხელმისაწვდომ მომსახურებაზე. ვებგვერდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასევე შესთავაზებს პრაქტიკულ ინფორმაციას - ვიდეო ვარჯიშებს, დამოუკიდებლად გადაადგილების, ადაპტირებული ტრანსპორტით, პანდუსით და სხვა სერვისებით სარგებლობის წესებს.
ინტერნეტპორტალი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახლად ტრამვირებული ადამიანებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის, ისინი ნახავენ ინფორმაციული ხასიათის ინტერვიუებს - მოისმენენ, თუ რა გზა განვლეს მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ადამიანებმა, როგორი იყო პირველი დღე ტრამვის შემდეგ ჰოსპიტალში, როგორ გადალახეს პრობლემები და დაიწყეს ახალი ცხოვრება.
"ამ ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია დაეხმარება ადამიანებს იმ ფაქტის გააზრებასა და მიღებაში, რომ მათთვის აუცილებელია აქტიური ცხოვრების გაგრძელება. ჩვენი მიზანია, ყველას დავეხმაროთ საკუთარი მისიის გააზრებაში. ტრამვის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი აზროვნებაც. თავიდან ძალიან გამიჭირდა იმის მიღება, რომ ვეღარ გავივლიდი. დღეს, ვაქტიურობთ მცირე ჯგუფი. გვინდა გავააქტიუროთ და სახლიდან გამოვიყვანოთ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საზოგადოება მათ არ მიიღებს. ჩვენ დიდი ძალა ვართ და ერთად ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია", - აცხადებს მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ხელმძღვანელი გიორგი ახმეტელი.
ვებგვერდისა და პეტიციის წარდგენასთან ერთად ნაჩვენები იქნება სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც მოკლედ აღწერს ტრანსპორტისა და შენობების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ფილმი ამერიკულმა ორგანიზაციამ New Media Advocacy Project-მა მოამზადა.
ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები.
მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" წელიწადზე მეტია, რაც არსებობს. ის ხერხემლის დაზიანების მქონე მოქალაქეებს აერთიანებს. მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება მათთვის საზოგადოებრივ სიკეთეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. ორგანიზაციის დაფუძნებას ხელი შეუწყო ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ". ორგანიზაციამ პირველი გრანტი სწორედ ფონდისგან მიიღო.

http://www.interpressnews.ge

2012.10.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006