logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისში თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღე აღინიშნება

15 ოქტომბერი თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "მარიანი" და "ვისოლ ჯგუფი" ჩაატარებს საინფორმაციო კამპანიას, სლოგანით - "შენ ქმნი უსაფრთხო გარემოს!". 
ღონისძიების ფარგლებში, თამარაშვილის ქუჩის გამყოფ ზოლზე მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე მთელი დღის განმავლობაში საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდება. ბუკლეტებში აღწერილია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მძღოლები ქუჩაში თეთრი ჯოხით მოსიარულე უსინათლოს დანახვისას.
უსინათლო ადამიანი თეთრ ჯოხს დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის იყენებს. ის მას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის წინ არსებული ბარიერების შესახებ და საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ აუაროს გვერდი მათ.
საქართველოში 6000-ზე მეტი ზრდასრული უსინათლოა, მაგრამ ქუჩაში თეთრი ჯოხით მოსარგებლე ადამიანს იშვიათად შეხვდებით. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი საზოგადოების არაინფორმირებულობა და მოუმზადებლობაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჭესთან მსხდომმა ადამიანებმა სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ თეთრი ჯოხის დანახვისას. სწორედ ამიტომ, თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეს, საინფორმაციო ბუკლეტები ავტომანქანის მძღოლებს დაურიგდებათ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, უსინათლოების შესახებ საზოგადოების ინფორმირება თეთრი ჯოხით მოსარგებლე ადამიანებს დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გადაადგილებაში შეუწყობს ხელს.
კამპანია ორგანიზებულია "მარიანის" მიერ და ხორციელდება პოლონურ ფონდ "არიარის" დაფინანსებით. პროექტის პარტნიორია "ვისოლი ჯგუფი".
არასამთავრობო ორგანიზაცია "მარიანი" უსინათლო ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით დაფუძნდა. ორგანიზაცია უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს.

 

http://www.interpressnews.ge

2012.10.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006