logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "არქიმედე" სამედიცინო დაწესებულებებს დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ს.ს. სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ხელძღვანელობამ ჟურნალისტებს შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა და ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა ნიკა რამიშვილმა განაცხადა, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კომპანიას პრობლემები აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" მოუწოდებს ყველა სამედიცინო დაწესებულებას, შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე დაზღვევის პროგრამა გაუქმდა, ან შეჩერდა და გააგრძელონ საქართველოს მოქალაქეების სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. დაზღვეულ მოქალაქეებს ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, შეუძლიათ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას", - განაცხადა ნიკა რამიშვილმა.
მისივე ინფორმაციით "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში მცხოვრები 0-დან 5 წლის ჩათვლით ბავშვების, სტუდენტების, ასაკით პენსიონერების, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, აგრეთვე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჯანმრთელობის დაზღვევას ახორციელებს.
რამიშვილის თქმით, კომპანიამ სრულად შეასრულა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. აშენდა "არქიმედეს" კლინიკები წნორში, ლაგოდეხსა და სენაკში. მიმდინარეობს რიგით მეოთხე საავადმყოფოს მშენებლობა დედოფლისწყაროს რაიონში.
ნიკა რამიშვილმა ჟურნალისტებს წარუდგინა ანგარიში, თუ რამდენ პაციენტს მოემსახურა სადაზღვვევო კომპანია, რა თანხები დაიხარჯა სამედიცინო მომსახურებისთვის და რა შემოსავალი მიიღო. შეხვედრას თბილისის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
კითხვაზე, აგრძელებს თუ არა ნიკა რამიშვილი დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობას, მან განაცხადა, რომ მან 2 კვირის წინ დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით და მთლიანად გადართულია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში" საქმიანობაზე.

http://www.interpressnews.ge

2012.10.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006