logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ეკონომიკის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების ხელშეკრულების ძალაში შესვლის პროცესი შეაჩერა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების ხელშეკრულების ძალაში სრულად შესვლისთვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელება შეაჩერა. 
ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წლის 20 ივლისს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და "ინტერჰელს კანადა ლიმიტედს" შორის ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ქონების პრივატიზების ხელშეკრულება გასულ წელსვე გაფორმდა. ხელშეკრულების პირობა კლინიკის სამედიცინო პროფილის შენარჩუნება და მის ბაზაზე თანამედროვე საავადმყოფოს შექმნაა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ტექნიკური წინაპირობები, რომელთა შესრულების შემდეგ ხელშეკრულება სრულად შევა ძალაში. ამ ეტაპისთვის ტექნიკური წინაპირობების შესრულების პროცესი არ დასრულებულა და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში ინვესტორის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ მომხდარა. ამავე მიზეზით მყიდველის მიერ არ გადახდილა საპრივიტიზებო საფასური. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეაჩერა ხელშეკრულების ძალაში სრულად შესვლისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების შეჩერება ითხოვა. როგორც მან განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზება დაჩქარებული ფორმით მიმდინარეობს და შესაბამისი კონტრაქტიც ერთ-ერთ უცხოურ ფირმასთან უკვე ხელმოწერილია.

http://www.interpressnews.ge

2012.10.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006