logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მამუკა ქაცარავას მტკიცებით, "სასწრაფო დახმარების" მომსახურება არ გაძვირდება

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად (შპს) გადაიქცა. ბევრისთვის უპასუხოდ დარჩა შეკითხვა, თუ ზუსტად რა მიზნებს  ეფუძნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) გარდაქმნა ბიზნეს სტრუქტურად.

არსებული ვარაუდების მიხედვით, გამორიცხული არ არის სასწრაფო დახმარების სამსახურის პრივატიზება და, ასევე, მისი სერვისის გაძვირება.

კომპანიის შემოსავლის წყაროა თბილისის მთავრობის მიერ გადაცემული ფულადი სახსრები, საკუთარი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები, გრანტები, კრედიტები თუ შემოწირულობები.

მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა განმარტავს, რომ ამ ნაბიჯით არაფერი იცვლება:

”ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არავითარი კუთხით. უბრალოდ, მმართველობის კუთხით შეიცვლება რაღაც, მაგრამ ამას საზოგადოებისთვის არა აქვს მნიშვნელობა. სსიპ გადადის შპს-დ, დანარჩენი არაფერი არ იცვლება. ჩვეულებრივად რჩება უფასოდ,” – აცხადებს ქაცარავა. 

როგორც მამუკა ქაცარავა ამბობს, შესაძლოა სასწრაფო დახმარების სამსახურის დაფინანსების ფორმა შეიცვალოს, მაგრამ თბილისელებს ის ამ შემთხვევაშიც უფასო სერვისს შესთავაზებს. შეგახსენებთ: სასწრაფო სამედიცინო მომსახურება თბილისის მოსახლეობისთვის უფასოა 2005 წლის ივნისიდან, სერვისის საფასურს  დაზღვეულებისთვის სადაზღვევო კომპანიები  იხდიან, სხვა პირთა მომსახურების საფასური კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან იფარება.

მამუკა ქაცარავა არ ეთანხმება გამოთქმულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ შესაძლოა შპს-დ, ანუ კერძო სამართლის სუბიექტად გადაკეთებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საპრივატიზაციოდაც მზადდებოდეს. ”ეს საკითხი არ დასმულა და, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში არ დაისმება”, - ამბობს საქალაქო სამსახურის უფროსი.

თბილისის მერიის მიერ წლის დასაწყისში გამოცემული დადგენილების მიხედვით, დედაქალაქის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადის მომსახურების საფასური 40 ლარით განისაზღვრა. გაძვირდება თუ არა მომსახურება, ეს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, წინასწარი დაპირებების მიხედვით, მომსახურება ფასიანი არ გახდება.

http://commersant.ge

2012.10.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006