logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქართველი ექიმები და ექთნები აშშ-ს ემორის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამით გადამზადდებიან

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენელმა, პროფესორმა კენ ვოკერმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორთა გუნდის მიერ ქართველი ექიმებისა და ექთნებისათვის სასწავლო პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი დაესწრო.

ახალი სასწავლო პროგრამით საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის გადამზადება "საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ტრენინგ ცენტრში" მოხდება. სასწავლო პროგრამის შექმნას, დანერგვას და შესაბამისი ტრენერების მომზადებას სრულად უზრუნველყოფენ ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლები. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის სწავლების პროცესს უშუალოდ ამერიკელი მასწავლებლები წარუძღვებიან.

მხარეებს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი თბილისში "საქართველოს ეროვნული ტრენინგ ცენტრის" მშენებარე შენობაში შედგა. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებს ცენტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერებინა და პროექტის დეტალები გააცნო.

"საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ ცენტრის" შექმნის მიზანი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ ცენტრში რეგულარულად მოხდება სხვადასხვა დარგში მომუშავე ექიმებისა და ექთნების გადამზადება. სასწავლო ბაზაზე განთავსდება ვირტუალური საავადმყოფო, რომელიც მაღალტექნოლოგიური სიმულატორებითა და მულაჟებით აღიჭურვება. ტრენინგ ცენტრში 50-მდე ადამიანი დასაქმდება, მათ შორის, 10 ტრენერ-მასწავლებელი. შენობაში სასტუმროს ტიპის ოთახებიც მოეწყობა, რომლითაც რეგიონებიდან ჩამოსული სამედიცინო პერსონალი ისარგებლებს. ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება.

სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება ჯანდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ტრენინგ ცენტრის შექმნით და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერისტეტის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის დანერგვით, ქვეყანაში ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური მექანიზმი შეიქმნება. თავის მხირვ გადამზადებული და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის არსებობა მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას შექმნის.

http://www.moh.gov.ge

2012.09.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006