logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მინისტრმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა. მინისტრმა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა მაღალი დონის სამედიცინო განათლების აუცილობლობასა და პროფესიონალი კადრების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

ჯანდაცვის მინისტრი იმ უცხოელ პროფესორებსაც შეხვდა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, სამედიცინო უნივერსიტეტში წაიკითხავენ ლექციებს. 2012-2013 სასწავლო წლის დასაწყისში თსსუ-ს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან 45 პროფესორი ეწვია. 2012 წლის ბოლომდე კი მოწვეული ლექტორების რიცხვი 100-მდე გაიზრდება. აღნიშნული პროექტი 2011-2012 სასწავლო წელს ამოქმედდა.

ამჟამად თსსუ–ის ხუთ, მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე განათლების სამივე საფეხურის აკადემიურ და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 6500–ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 7–ჯერ გაიზარდა და მათმა რიცხვმა 1400–ს გადააჭარბა. ამ დროისთვის უნივერისტეტში მსოფლიოს 41 ქვეყნის მოქალაქე სწავლობს.

წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტში 1054-მა პირველკურსელმა დაიწყო სწავლა. 15 ოქტომბრიდან, თსსუ-ს ინგლისურენოვანი სექტორის პირველ კურსზე 400 უცხოელი სტუდენტი ისწავლის.

http://www.moh.gov.ge

2012.09.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006