logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მინისტრი კლინიკა „ტრავმატოლოგს“ ესტუმრა და ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე პაციენტები პირადად მოინახულა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მიმდინარეობის შემოწმებას აგრძელებს. ამჯერად, ზურაბ ჭიაბერაშვილი კლინიკა „ტრავმატოლოგს" ესტუმრა და ის პაციენტები მოინახულა, რომლებმაც ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში უკვე სხვადასხვა ტიპის გეგმიური ოპერაციები ჩაიტარეს.

ამ ეტაპზე, კლინიკა „ტრავმატოლოგში" სახელმწიფო სადაზღვევო პოლისით დაზღვეული 4 პაციენტი მკურნალობს. მათგან 2 პენსიონერი, 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და 1 მცირეწლოვანი ბავშვია. ორ პაციენტს სხვადასხვა ტრავმული დაზიანებების გამო უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, დანარჩენი ორის ოპერაცია მიმდინარე კვირაში იგეგმება.

მთლიანობაში კლინიკა "ტრავმატოლოგი" 2012 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე 22 პაციენტს მოემსახურა.

მოგვიანებით ზურაბ ჭიაბერაშვილი კლინიკაში დასაქმებულ მედპერსონალსაც გაესაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დაზღვეულთათვის გამარტივებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა.

შპს „ტრავმატოლოგი" თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრია. აქ პაციენტებს ტრავმატოლოგიური, ორთოპედიული, ყბა-სახის ქირურგიული, სისხლძარღვთა ქირურგიული, საკონსულტაციო, დიაგნოსტიკური და სხვა მომსახურებების მიღება შეუძლიათ. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. შესაბამისად, სექტემბრიდან ქვეყანაში დაზღვეულთა რაოდენობამ მთლიანობაში 2.4 მილიონს მიაღწია, რაც თავისთავად ზრდის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის მაჩვენებელს. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, ნებისმიერი სტაციონარი და ამბულატორია მზად იყოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიღება შეუფერხებლად შეძლოს.

http://www.moh.gov.ge

2012.09.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006