logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

26 აპრილს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომას, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი უძღვებოდა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი და მისი მოადგილე ტატა ჭანტურიძე ესწრებოდნენ.
სხდომაზე ლადო ჭიპაშვილი დარგში მიმდინარე რეფორმების და ცვლილებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციისთვის მოიწვიეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმისადმი ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. "დიდია ინვესტორების მხრიდან აქტიურობა. ქართულმა და უცხოურმა კერძო ბიზნესმა დიდი ნდობა გამოუცხადა ამ პროგრამას. 5 ლოტის შედეგების მიხედვით, გარანტია ბევრად იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე ჩვენ თავიდან ვგეგმავდით’’, - განაცხადა ლადო ჭიპაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ, ტატა ჭანტურიძემ აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა იმუშავებს და მას ექნება ისეთი შედეგები რისთვისაც ის შეიქმნა. "ჩვენი მიზანია გვქონდეს ისეთი ხარისხიანი სერვისი, როგორიც 21-ე საუკუნის საქართველოს ეკადრება’’.
როგორც მან აღნიშნა გეგმის მიზანია: არსებული ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის განახლება; მომსახურების კერძო მიმწოდებლების განვითარება; ხარისხიანი ჰოსპიტალური მომსახურებისადმი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ინვესტიციების მოზიდვა იმ მასშტაბით, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო მომსახურების ფასების სტაბილურობა. გენერალური გეგმის მიხედვით შეიქმნება 7800 საწოლი. ინვესტორი კონკრეტული ქონების სრულ დაუფლებას შეძლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად შეასრულებს საინვესტიციო ვალდებულებებს.
კომიტეტის სხდომაზე კამათი გამოიწვია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე, მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებულმა მდგომარეობამ. კომიტეტის წევრის მანანა ჯებაშვილის განაცხადებით, საინვესტიციო პირობებში ჩადებული უნდა იყოს ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და ამავე ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის ხელშეუხებლობა.
როგორც მინისტრმა განმარტა, "ამ ტერიტორიაზე არსებული შენობა არის კულტურული ძეგლი და ამას ინვესტორი არათუ დაანგრევს, არამედ მისი მოვლა-პატრონობაც კი ევალება’’.

http://www.parliament.ge

2007.04.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006