logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მინისტრმა ახლად დაზღვეულთა მომსახურებისათვის "ჯიპიაი ჰოლდინგი"-ს მზადყოფნა პირადად შეამოწმა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგ"-ს ესტუმრა და კომპანიის ცხელი ხაზის ფუნქციონირებას ადგილზე გაეცნო. ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირადად შეამოწმა როგორ ემზადება კომპანიის ცხელი  ხაზი 2012 წლის 1 სექტემბერს დაზღვეულთა ზარების გაზრდილი ნაკადის მისაღებად. მინისტრი ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის თემაზე შემოსული ზარების რაოდენობითაც დაინტერესდა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით: "მნიშვნელოვანია, რომ იმ მოქალაქეებმა, ვინც უკვე მიიღო სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი დარეკონ შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე და წინასწარ ჩაეწერონ ოჯახის ან სოფლის ექიმთან მიღებაზე. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია იმისათვის რომ 1 სექტემბრის შემდეგ ეფექტურად მოხდეს სამედიცინო დაწესებულებებში დაზღვეულთა რიგების მართვა".

2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით დაახლოებით მილიონ ადამიანს დააზღვევს. შესაბამისად, ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა მთლიანობაში 2.4 მილიონს მიაღწევს, რაც თავისთავად გაზრდის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის მაჩვენებელს. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, რომ სადაზღვევო კომპანიები, კლინიკები და ამბულატორიული დაწესებულებები მზად იყვნენ მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიღება შეუფერხებლად შეძლოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დავალებით ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. სამინისტროში უკვე დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, რამაც 2012 წლის 1 სექტემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში დაზღვეული მოქალაქეებისათვის მომსახურების მიწოდების კოორდინაცია და არსებული რიგების მართვა უნდა უზრუნველყოს. სამინისტროს ცხელი ხაზი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული

http://www.moh.gov.ge

2012.08.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006