logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნარკომანებს მსუბუქი ნარკოტიკებით უფასოდ მოამარაგებენ: "მთავარია, ამის შემდეგ არამომხმარებლებმაც არ დაიწყონ მისი გასინჯვა"

ნარკომანების ძირითადი ნაწილი ციხეში არ მოხვდება, ხოლო ვინც მოხვდება, მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერებით უფასოდ მოამარაგებენ - ეს ჩანაცვლებითი თერაპიის ის იდეალური ვარიანტია, რომლის განხორციელებაც 2008 წლისთვის იგეგმება.
მართალია, ამ ეტაპისთვის შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობს, რომელიც აღნიშნელი გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელია, თუმცა, როგორც კანონმდებლები აცხადებენ, პარლამენტი ამ საკითხებზე მუშაობს.
სასჯელთაღსრულებით დაწესებულებებში მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ჯერ კიდევ 2002 წლიდან იყო. კონკრეტულად მაშინ, როცა პარლამენტი "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონს განიხილავდა. დეპუტატი ამბობს: ”დიდი ბრძოლა მომიხდა, კანონში ჩაგვეწერა, რომ შესაძლებელი იყო ჩანაცვლებითი თერაპიის ანუ მეტადონის პროგრამის განხორციელება მხოლოდ საგამოძიებო იზოლატორებში. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ამ მუხლის შესრულება დღემდე ვერ მოხერხდა.” მისივე განმარტებით, 2002 წელს კანონში "საგამოძიებო იზოლატორების" ჩაწერა იმან განაპირობა, რომ იქ მოთავსებულ განსასჯელებს ნარკოტიკების სანაცვლოდ სასურველ ჩვენებებზე აწერინებდნენ ხელს.
მართალია, ამ ეტაპისთვის იდეის გარდა არაფერი არსებობს, თუმცა თევდორაძე დარწმუნებულია, რომ მისი განხორციელება მხოლოდ 2008 წლიდან იქნება შესაძლებელი. ერთ-ერთი ინფორმაციით, პირველად პროგრამა რუსთავის "მე-2 იზოლატირში დაიწყება. "ღმერთმა ქნას, რომ იქ მაინც განხორციელდეს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იქნება. როცა ჩვენ "პატიმრობის შესახებ" ახალ კოდექსზე დავიწყებთ მუშაობას, იქ აუცილებლად ჩაიწერება, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა მთელ პენიტენციალურ სისტემაზე გავრცელდეს", - ამბობს თევდორაძე.
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი ჩანაცვლებით თერაპიას იწონებს, თუმცა, თვლის, რომ მისი განხორციელება მარტივი არ არის. მისი თქმით, სანამ საგამოძიებო იზილატორებსა თუ ციხეებში ეს პროგრამა დაიწყება, საკითხი დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი, რადგან, შესაძლებელია, უფასოდ მიღების გამო მისი გასინჯვა არამომხმარებლებმაც დაიწყონ. ამიტომ, ეს გარკვეულწილად სახიფათოა. ამ პროცესს სპეციფიკური მართვა სჭირდება. ეს პროფესიონალებმა უნდა განახორციელონ და მხოლოდ იმ ადამიანებს უნდა შეეხოთ, რომელთაც ნარკომანობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.
გიგი წერეთელი მეორე ინიციატივაზეც საუბრობს, რომელიც ნარკომან პატიმრებს ეხებათ. ინიციატივა კი მათთვის ადმინისტრაციული სასჯელის დაწესებას გულიხსმობს და არა პატიმრობას: "ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ ნარკომანები ციხეში არ მოხვდნენ და მათ მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელები დაეკისროთ (თუ დანაშაულს არ ჩაიდენენ) იქნება ის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც დამუშავების ეტაპზეა.

ეკა გულუა

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.04.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006