logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკას ესტუმრნენ, სადაც რამდენიმე წუთით ადრე, გულიდან სიმსივნის ამოკვეთის ურთულესი ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი ოპერაციაში მონაწილე სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და კლინიკის მთავარი ექიმისაგან ოპერაციის დეტალები მოისმინეს.

ვანო მერაბიშვილი ოპერაციის ღირებულებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ მთავრობის ამოცანაა ასეთი სახის ქირურგიული ოპერაცია ყველაზე გაჭირვებულმა ადამიანმაც გაიკეთოს და ისარგებლოს იმ სადაზღვევო პოლისით, რომლის დარიგებაც ჯანდაცვის უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ოპერაცია 9200 ლარი ღირს და მოცემულ შემთხვევაში იგი იმ სადაზღვევო კომპანიამ დაფარა, რომლის პოლისითაც პაციენტი სარგებლობს.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე, რასაც დაზღვეულთა ბაზის გაფართოვება უზრუნველყოფს, ასევე სამედიცინო პერსონალის ხელფასების გაზრდაზე, რაც დაზღვეულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად მოხდება.

მთავარი ექიმის განმარტებით, მათ კლინიკაში, მსგავსი სახის ოპერაცია წელიწადში საშუალოდ ორჯერ ტარდება. ოპერაცია რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველ საფეხურზე ხორციელდება გულის გაჩერება დაბალი ტემპერატურის პირობებში, რა დროსაც ორგანიზმის სისხლით მომარაგებას სისხლის მიმოქცევის სპეციალური დანადგარი უზრუნველყოფს. სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ ხდება გულის ამუშავება და სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატიდან პაციენტის მოხსნა. კლინიკიდან პაციენტი ერთი კვირის ვადაში გაეწერება.

თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების რეფორმის ფარგლებში აშენდა და ექსპლუატაციაში ერთი წლის წინ შევიდა. კლინიკა 40 საწოლიანია და მასში დასაქმებულია 65 ადამიანი. თანამედროვე სამედიცინო აპარატურიდან კლინიკაში წარმოდგენილია საკათეტერიზაციო ლაბორატორია, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორი ქირურგიული საოპერაციო, კომპიუტერული ტომოგრაფია და კლინიკური ლაბორატორია - თანამედროვე ავტომატური აპარატურით.

http://www.moh.gov.ge

2012.07.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006