logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ლილოში 73 ადამიანი მოიწამლა

ლილოში, საქნავთის დასახლებაში ღამით მომხდარი ინციდენტის შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კონტრაქტორი კომპანიის ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 800-ლიტრიანი ავზიდან ქლორის გაჟონვა მოხდა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

მწყობრიდან გამოსული ავზის გადატანის დროს კიდევ ერთი გაჟონვა მოხდა, თუმცა სპეციალისტებმა მისი უსაფრთხო ადგილზე გადატანა მაინც მოახერხეს.

ლილოს დასახლებაში მოწამლული ადამიანები თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტები თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში, ქირურგიის ინსტიტუტში, ინგოროყვას კლინიკაში, ღუდუშაურში, წმინდა მიხეილისა და იაშვილის სახელობის საავადმყოფოებში გადაანაწილეს.

დაზარალებულთა შორის ერთი ორსული გოგონაა, ექიმები მის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ. დაშავდა ასევე ექვსი ბავშვი. მათგან ყველაზე პატარა ხუთი წლისაა. განსაკუთრებით მძიმეა 18 წლის ლაშა ნარიმანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე კომაშია და ხელოვნურ აპარატზეა მიერთებული. მისი მდგომარეობის სიმძიმე თანდართულმა დაავადებამ - ასთმამ გამოიწვია.

ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებული პაციენტები ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ ღამითვე საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და ექიმებისაგან მათი ჯანმრთელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

სამედიცინო ცენტრიდან რამდენიმე პაციენტი უკვე სახლში გაწერეს, მათი ნაწილი კი ისევ საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. მედიკოსების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები კომპანია "კრისტალის" შენობაში, - ლილოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.

სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ. ღამით დაიწყო დაკითხვები და ამ წუთებშიც გრძელდება. ისან-სამგორის რაიონის პოლიციაში დაკითხვიდან გამოსული ადამიანები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ინციდენტის გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

http://1tv.ge

2012.07.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006