logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ზურაბ ჭიაბერაშვილი კლინიკა „კურაციოს“ ესტუმრა და ექიმებს ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებები გააცნო

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბულატორიულ კლინიკა (პირველადი ჯანდაცვის ობიექტი) „კურაციოს" ესტუმრა და დაწესებულების საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ამბულატორიის თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები განიხილა, ექიმებს ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის სფეროს განვითარება და ამ ტიპის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

პირველადი ჯანდაცვის მიზანია ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება ადამიანის ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დავადებების პრევენციისა და მათი პირველ ეტაპზე მკურნალობის გზით. აქამდე, პირველადი ჯანდაცვის პუნქტები პოლიკლინიკების სახით არსებობდა. ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს დიდ ქალაქებში მსგავსი დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საოჯახო მედიცინის ცენტრებად გარდაიქმნა. რაიონებში პირველადი ამბულატორიული მომსახურებების მიღება ახლადაშენებულ სამედიცინო ცენტრებში არის შესაძლებელი. აღნიშნულმა ცვლილებებმა გაზარდა მომსახურების ხარისხი და ხელი შეუწყო მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კლინიკა „კურაციოს" თბილისის ამბულატორიაში პაციენტებს მრავალპროფილური საკონსულტაციო მომსახურების მიღება შეუძლიათ. კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რაც მაღალი დონის დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული სერვისების მიღების საშუალებას იძლევა. დაწესებულებაში მოქმედებს ბავშვთა პედიატრიული სამსახური და სტომატოლოგიური განყოფილება.

კლინიკა დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც სისტემატიურად გადიან კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო კურსებს. "კურაციო" ასევე, წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რამოდენიმე ფაკულტეტის რეზიდენტურის ბაზას. კლინიკაში შექმნილია სრულყოფილი სასწავლო გარემო, როგორც შიდა პერსონალისათვის, ისე რეზიდენტებისათვის.

http://www.moh.gov.ge

2012.07.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006