logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრმა ქუთაისში სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტი დაგმო

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ქუთაისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლების, დავით გიორხელიძისა და ირმა სარალიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ანგარისწორების ფაქტი დაგმო.

"დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება. საგანგაშოა, როდესაც ექიმი ან ექთანი ხდება პაციენტის ახლობლების აგრესიის ობიექტი. პერსონალი, რომელსაც ეშინია საკუთარი მოვალეობის შესრულება, ვერ შეძლებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს პაციენტს," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ქუთაისში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებზე ფიზიკური ანგარიშწორება 2012 წლის 29 ივნისს განხორციელდა. ასათიანის ქ. #145-ში მცხოვრები ჩეჩელაშვილების ოჯახი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს - 112-ს 00:37:22 საათზე დაუკავშირდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ოჯახი პერიოდულად უკავშირდებოდა 112-ს და გამოძახების დაჩქარებას თხოვდა. ოჯახის ბოლო ზარი 00:55:28 საათზე დაფიქსირდა, სადაც ოჯახის წევრებმა ახსენეს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე მივიდა მისამართზე.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას, ავადმყოფი, 84 წლის ქალბატონი, გარდაცვლილი დახვდა. 01:02:41 წუთზე 112-ში უკვე თავად სასწრაფო დახმარების ექიმმა დარეკა, საკუთარი ცემის ფაქტი დააფიქსირა და პატრული გამოიძახა.

ექიმმა დავით გიორხელიძემ მიღებული დაზიანებებისგან თვალი დაკარგა. მას შესაბამისი ოპერაცია ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ფიზიკური დაზიანებები მიიღო სასწრაფო დახმარების ექთანმა ირმა სარალიძემაც.

მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

http://www.moh.gov.ge

2012.07.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006