logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პრეპარატ "კამელინის" კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

 

ფარმაცევტულ კომპანია „კამელინს“ დაარსების დღიდან დღემდე არ შეუწყვეტია  პრეპარატზე ექსპერიმენტულ–კლინიკური კვლევები, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრებში.
23 ივნისს,  ბათუმში,  „შერატონ ბათუმი პალასში“  ჩატარდა რიგით მეოთხე, ამჯერად უკვე საერთაშორისო კონფერენცია “კამელინ 2012“, სადაც მოწვეულნი იყვნენ  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს, მოსკოვის და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლებიც უკანასკნელ წლებში აქტიურად იყვნენ ჩართულები პრეპარატ „კამელინის“ სხვადასხვა ფორმებზე განხორციელებულ კლინიკურ  კვლევებში. კონფერენცია ტრადიციულად გახსნა კომპანიის დირექტორმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა კობა გურიელიძემ, რომელმაც ისაუბრა პრეპარატ „კამელინზე“ განხორციელებულ ადრეულ (პრეპარატის ავტორის, ძაგული მაღლაკელიძის მიერ წარმოებულ) და თანამედროვე ექსპერიმენტულ –კლინიკური კვლევების შედეგებზე მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში, ასევე მოხსენება გააკეთა „კამელინის“ გამოყენებაზე კომპლექსურ თერაპიასთან ერთად ფილტვის რეზისტენტული ტუბერკულოზის დროს  (თსსუ–ს  ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სრული პროფესორის  ლამარა ვაშაკიძის ნებართვით).
კონფერენციაზე  მოხდა  წიგნის –  „კამელინი“ ხერხემლის და სახსრების დაავადებათა  ფიზიოთერაპია, პრევენცია, რეაბილიტაცია (ავტორები: თამარ ჩილინგარიშვილი, თეოდორ სტუპინი, ნინო ფალიანი, მანანა ლომიძე, მანანა ფორაქიშვილი, რეცეზენტი ნიკა სააკაშვილი)  პრეზენტაცია.  მოსკოვიდან მოწვეულმა საპატიო სტუმარმა,  სამედიცინო ცენტრ „ლედი“–ის ხელმძღვანელმა, ვერტებრონევროლოგმა, მედიცინის დოქტორმა  თეოდორ სტუპინმა ისაუბრა ოსტეოქონდროზით დაავადებულთა მკურნალობის ეფექტურობაზე „კამელინ–ულტრაფონოფორეზით“. კლინიკა „ხერხემალის“ ხელმძღვანელმა მედიცინის  დოქტორმა ნინო ფალიანმა აქცენტი გაამახვილა კამელინის გამოყენების მაღალ თერაპიულ ეფეტზე ვერტებრონევროლოგიაში (მუხლის, მენჯ–ბარძაყის, მხრის სახსრის ართროზი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, სპონდილოზი, დისკოპათიები და სხვა),  აგრეთვე  პრეპარატის გამოყენებაზე პრევენციის და რეაბილიტაციის მიზნით.
„კამელინის“ სხვადასხვა ფორმების გამოყენების მიზანშეწონილობასა და დადებით თერაპიულ ეფექტზე ფიზიკური ფაქტორების გამოყენებით (ულტრაფონოფორეზი–მალამო  და ელექროფორეზი– ხსნარი) ოსტეოართრიტების და ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს  მოხსენება გააკეთა ბალნეოლოგიური ცენტრის რევმატოლოგმა, პროფესორმა  თამარ ჩილინგარიშვილმა.
კამელინის მეხუთე ფორმის, კამელინფლუ–სპრეის კლინიკური კვლევის შედეგებზე პრეზენტაცია წარმოადგინა –თბილისის საოჯახო მედიცინის  სასწავლო კლინიკური ცენტრის დირექტორმა–მარინა შიხაშვილმა.
ბათუმის ონკოლოგიური კლინიკის  ონკოლოგმა , მედიცინის დოქტორმა მემედ ჯინჭარაძემ ისაუბრა   „კამელინ მ 1“–ის და „კამელინ მ 2“–ის გამოყენებაზე  სხვადასხვა სიმსივნეების  მე–4 სტადიის მქონე უმძიმეს პაციენტებში და გაგვაცნო შედეგები,  კერძოდ  ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევებში დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადის და ენერგიის მომატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი 20–30 პროცენტში.  
შთამბეჭდავი და საკმაოდ საფუძვლიანი კვლევების შედეგები წარმოადგინეს „კამელინის“ გამოყენებასა და ეფექტურობაზე სტომატოლოგიური პათოლოგიების დროს სტომატოლოგებმა, პროფესორმა მზია ბაქრაძემ და დოქტორანტმა ირმა კაჭკაჭიშვილმა. მათ  ყურადღება გაამახვილეს  კამელინოთერაპიის უპირატესობაზე  ტრადიციულ მკურნალობასთან მიმართებაში. კომპანია  “კამელინის” წარმომადგენელმა (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ ) ელლა ფრუმკინმა პრეპარატ „კამელინს“  მომავლის პრეპარატი უწოდა. მან  ისაუბრა იმ სამომავლო მიზნებზე, რომელიც გულისხმობს  პრეპარატის პოპულარიზაციას და  მის დამკვიდრებას ამერიკის ფარმაცევტულ ბაზარზე.
„კამელინის“ კვლევის დადებით შედეგებზე უროლოგიაში,  კერძოდ,  ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტების, ქრონიკული ურეთრიტების და პროსტატის ადენომების  დროს ისაუბრა ბალნეოლოგიური კურორტის   უროლოგმა  ზაზა ბაინდურიშვილმა.
 „კამელინის“ პროფილაქტიკური მიზნით და „კამელინ მ4“ –სანთლების გამოყენების დადებით როლზე  მოხსენება გააკეთა  ექიმმა ინფექციონისტმა თამარ ცერცვაძემ.
საწარმოო ტექნოლოგიებზე ფარმაცევტულ კომპანია „კამელინში“ ისაუბრა“Camelyn Distribution  Ltd „–ს დირექტორმა  გოჩა დავლიანიძემ. კონფერენციაზე  მოწვეული იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიდა  სხვადასხვა პროფილის  ექიმები.  

 

მოამზადა მაია ცომაიამ

 "კამელინთან" დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

 2-98-57-78; 2-93-20-87;  2-98-62-25 (ოფისი); 2-45-33-68; 2-22-26-68; 2-75-04-08; 599 33 10 89; 599 58 09 07; 577 73 56 51; 599 23 03 33;

www. Camelyn.ge

 

 

2012.06.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006