logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მინისტრმა გაერთიანებული ცხელი ხაზი - 1505 გახსნა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სამინისტროს გაერთიანებული ცხელი ხაზი გახსნა. ცხელი ხაზის მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი ტელეფონის ნომერი 1505 მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, შაბათ-კვირის ჩათვლით, მოემსახურება.

ცხელი ხაზის ნომერზე 1505 შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება სახელმწიფო დაზღვევის, "ჯანდაცვის ომბუდსმენის" სამსახურის, პენსიის, სოციალური დახმარებების, ჯანდაცვის პროგრამების, იმუნიზაციისა და სამინისტროს სხვა მომსახურებების შესახებ.

სახელმწიფო დაზღვევის მქონე მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ მათი პოლისით გათვალისწინებული უფლებები დაირღვევა, საშუალება ექნებათ დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე 1505 და დატოვონ შეტყობინება. "ჯანდაცვის ომბუდსმენი"-ს სამსახური მოკლე ვადებში დაუკავშირდება განმცხადებელს და განიხილავს საჩივარს.

"ჩვენი მიზანია, ცხელი ხაზის საშუალებით, მოსახლეობას ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მომსახურებებისა და დახმარებების შესახებ, რომელსაც სამინისტრო თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს. ასევე მნიშვნელოვანია მივიღოთ ინფორმაცია და მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ მოქალაქეების უფლებების დარღვვის ფაქტებზე" - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მინისტრი, ცხელი ხაზის ოპერატორებსაც გაესაუბრა და შემოსული ზარების თემატიკას გაეცნო. ზურაბ ჭიაბერაშვილმა მცირე ხნით ოპერატორის ფუნქცია შეასრულა და რამდენიმე მოქალაქის ზარს თავად უპასუხა.

http://www.moh.gov.ge

2012.06.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006