logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დონორების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები: საქართველოში შობადობის სტატისტიკა იზრდება, ბავშვთა სიკვდილიანობა კი მნიშვნელოვნად მცირდება

2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა შობადობა, შემცირდა ხელოვნური აბორტების რაოდენობა და იკლო ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევებმა.

შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2010 წლისათვის - 2.0 ბავშვი ერთ ქალზე, 25%-ით მეტია 2005 წლის კვლევისას გამოვლენილ ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქორწინებაში მყოფ ქალთა 35% აცხადებს, რომ სურს ჰყავდეს მეტი შვილი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ 1999 წლიდან საქართველოში პირველად დაფიქსირდა უფრო მეტი ცოცხლად შობადობა ვიდრე ხელოვნური აბორტების რაოდენობა (1/0.8). ეს განპირობებულია შობადობის ზრდით და ხელოვნური აბორტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებით: ხელოვნური აბორტების ჯამობრივი კოეფიციენტი 2005 წელთან შედარებით 2010 წელს 48%-ით შემცირდა.

მნიშვნელოვანი კლებაა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკაშიც: 41.6 შემთხვევა ყოველ 1,000 ცოცხლად შობილზე - 1999 წელს, 21.1 შემთხვევა - 2005 წელს და 14.1 შემთხვევა - 2010 წელს (33%-იანი კლება 2005 წელთან შედარებით და 66%-იანი კლება 1999 წელთან შედარებით). იგივე ტენდენციაა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვილიანობის კუთხითაც.

თუ ერთმანეთს შევადარებთ 1999, 2005 და 2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ანალოგიურ კვლევებს შეიძლება ითქვას, რომ კვლევის ყველა მიმართულებით სტაბილურად პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.

საქართველოში 2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგებისადმი მიძღვნილ პრეზენტაციას და შესაბამის კონფერენციას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის, გაეროსა და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის 2010 წლის კვლევა მესამე ეროვნული კვლევაა, რომლის მიზანი იყო საერთაშორისო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით გამოევლინა მოსახლეობის დემოგრაფიული და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი დინამიკა საქართველში. კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით და დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ატლანტა, აშშ) ტექნიკური დახმარებით ჩატარდა.

http://www.moh.gov.ge

2012.06.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006