logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სოციალურად დაუცველებს სამედიცინო პოლისი თუ უშველით

რუსთავში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სია უკვე დიდი ხანია, შედგენილია. მიუხედავად ამისა, ქალაქის მერიის კანცელარიაში ბოლო დროს უამრავი წერილი შევიდა, სადაც მოქალაქეები თავიანთი სოციალური მდგომარეობის შემოწმებას ითხოვენ. რუსთაველები აცხადებენ, რომ სოციალურ აგენტებს მათთვის არ მიუკითხავთ.
რუსთავის მერ დავით ნადაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო თანახმაა, რუსთავში იმ ოჯახების ხელახალი რეგისტრაცია ჩაატაროს, რომლებსაც ამ ეტაპზე გარკვეული პრეტენზიები აქვთ.
სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოში ქვემო ქართლიდან 60 890 ოჯახი დარეგისტრირდა. აქედან, 55 063 ადამიანი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფად ჩაითვალა და 70 000-ზე ნაკლები ქულა მიენიჭა. ეს ის კატეგორიაა, ვისაც უფასო სამედიცინო პოლისი ეკუთვნის.
სამედიცინო პოლისები მოსახლეობისთვის ჯერ არ დაურიგებიათ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის უფროს თამაზ ბაწელაშვილის განცხადებით, პოლისები იტალიაში იბეჭდება და მათი დარიგება ჩამოტანისთანავე დაიწყება.
1 მაისიდან სამედიცინო პოლისები განსაკუთრებით მშობიარე ქალებს დასჭირდებათ. როგორც ცნობილია, ამ დროიდან სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია სამშობიარო ვაუჩერების დაფინანსებას წყვეტს და უფასოდ მშობიარობის შესაძლებლობა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ქალებს ექნებათ. დანარჩენთათვის კი მშობიარობის საფასური მნიშვნელოვნად გაიზრდება.
"დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრებ ქალბატონებს სამშობიარო სახლში გარკვეული შეღავათები ექნებათ. ვაუჩერიზაციის შეჩერების გამო შიდა სტანდარტების ამოქმედებას ვაპირებთ, რაც ჩვენს მომსახურებას გააძვირებს. ეს იძულებითი ნაბიჯია," - აცხადებს რუსთავის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ალექსანდრე ბარავკოვი. მისი ვარაუდით, რუსთავში ფიზიოლოგიური მშობიარობა 280 ლარიდან - 600 ლარამდე, ხოლო საკეისრო კვეთა 470 ლარიდან - 1000 ლარამდე გაძვირდება.
თვითდაფინანსებაზე გადასვლა და შესაბამისად, მომსახურების საფასურის გაზრდა რაიონულ სამშობიაროებშიც მოუწევთ, თუმცა იქ იმედი არ აქვთ, რომ მოსახლეობა თანხის გადახდას შეძლებს.
"ჩვენთან 150 ლარსაც კი ვერ იხდიან, თვითდაფინანსებაზე ვერ გადავალთ," - აცხადებენ დმანისის სამშობიაროში.
ჯანდაცვის სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის უფროს თამაზ ბაწელაშვილის მტკიცებით, სამშობიარო სახლებში შეღავათიანი მშობიარობის საშუალება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ყველა ქალს ექნება და მათი სამედიცინო პოლისები სამშობიარო სახლების პრობლემებსაც მოაგვარებს.

მაია მოსიაშვილი

http://www.24saati.ge

2007.04.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006