logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მინისტრმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მედიკოსებს საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერთიფიკატები გადასცა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებულ ქართველ ექიმებს სახელმწიფო სერთიფიკატები გადასცა. სერთიფიკატები ექიმებს საქართელოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სპეციალობებით სამედიცინო საქმიანობის განხორციელების საშუალებას მისცემს.

სერთიფიკატების გადაცემით სამინისტრო ცდილობს ხელი შეუწყოს დასავლეთის ქვეყნებში მოღვაწე ქართველ ექიმებს ჩაერთონ ქართული ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში, დაამყარონ პროფესიული კავშირები და შეძლონ საკუთარი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი კოლეგებისათვის.

ღონისძიება ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სამედიცინო კონფერენციის „მედეა 2012" ფარგლებში, რომელიც ქ. ბათუმში მიმდინარეობდა. კონფერენციაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პირველი ლედი, პარლამენტის წევრები, სამედიცინო სფეროს, სადაზღვევო ინდუსტრიისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

„მედეა 2012„-ის მიზანი იყო ზუსტი კურსის დასახვა საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარებისთვის. ამერიკიდან, ევროპიდან, ისრაელიდან და სინგაპურიდან ჩამოსული დელეგატები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდნენ, როგორიც ჯანდაცვის სფეროს განვითარება, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ქართულ სამედიცინო სფეროში რეინტეგრაცია, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების შექმნა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ინვესტირების მოზიდვაა. 

პირველი სამედიცინო კონფერენცია „მედეა" 2011 წელს ქალაქ ვაშინგტონში ჩატარდა. პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი.

http://www.moh.gov.ge

2012.06.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006