logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თამბაქოს კონტროლის ალიანსი: ორსულ ქალთა 32%, ანუ ყოველი მესამე ორსული მწეველია

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, ბოლო წლებში, საქართველოში, ორსულ ქალებს შორის თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი საშიშ ზღვარს მიუახლოვდა. დღეისათვის ორსულ ქალთა 32%, ანუ ყოველი მესამე ორსული მწეველია. ალიანსში განმარტავენ, რომ ახალგაზრდა გოგონებს შორის თამბაქოს მოხმარების დონე შემაშფოთებელ ზღვარს ცდება და საფრთხეს უქმნის ჩვენს ისედაც დამძიმებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას. ბოლო 5 წლის განმავლობაში ახალგაზრდა გოგონებს შორის თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა და შესაბამისად, ორჯერ იმატა მკვდრადშობადობების, სიმახინჯეებით შობადობებისა და დღენაკლულ და დაბალი წონის ახალშობილთა რიცხვმა. „ასეთი მძიმე მდგომარეობის შექმნას განსაკუთრებით ხელს უწყობს თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც ბოლო ათწლეულია აქტიურად ეწევა აგრესიულ სარეკლამო და საპოპულარიზაციო კამპანიას - მიმართულს ახალგაზრდა გოგონებზე. ყოველდღიურად ირღვევა კანონის მოთხოვნები: უკანონო გარე რეკლამის, პრომო გოგონების საშუალებით გათამაშებებში მონაწილეობის მიღებით, ტელე-შოუებისა თუ სერიალების საშუალებით, ასევე, ინტერნეტით აქტიურად წარმოებს ახალგაზრდა გოგონებს შორის მოწევის პროპაგანდა. ამას ემატება ისიც, რომ გახშირდა შემთხვევები, როცა ორსულობის დროს არაკვალიფიკაციურ რეკომენდაციებს იძლევიან სპეციალისტები და ურჩევენ ფეხმძიმეებს მოწევის გაგრძელებას - მაშინ როცა, თამბაქოს კვამლის ზემოქმედებამ ემბრიონზე ან ნაყოფზე შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიღოს; თამბაქოს კვამლის ტოქსიკური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს, ფერხდება ნაყოფის განვითარებისათვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას“- ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კვლევებმა აჩვენებს, რომ თუ ყველა ორსული ქალი თავს დაანებებს თამბაქოს მოხმარებას, ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მკვდარი ახალშობილი იცოცხლებდა, თუ მათი დედა არ იქნებოდა მწეველი. არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ თამბაქოს მომხმარებელ გოგონებს 3-4-ჯერ უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია, რადგან მათში დაბალია ოვალუაციისა და განაყოფიერების დონე. „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თამბაქოს კონტროლის ალიანსი მის წევრ ორგანიზაციებთან და შესაბამის კლინიკებთან ერთად იწყებს მოძრაობას ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარების რადიკალურად შემცირების მიზნით. ამავე მიზნით, უახლოეს პერიოდში ალიანსი მიმართავს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს და საზოგადოებას გააცნობს სამოქმედო გეგმას, განვახორციელებთ ტრეინინგებს დაინტერესებულ კლინიკებში და უახლოეს პერიოდში გავმართავთ პირველ პრაქტიკულ კონფერენციას ”ორსული და თამბაქო”“- აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

http://ghn.ge

2012.06.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006