logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თემურ ჭყონია „დისნეის“ მიერ საბავშვო „ფასტ ფუდის“ რეკლამის აკრძალვას „სულელურ“ გადაწყვეტილებას უწოდებს

მსოფლიოში „ფასტ–ფუდის“, განსაკუთრებით კი ბავშვთა სწრაფი კვების საწინააღმდეგო კამპანიაში ხელისუფლებისა და ექიმების გარდა, ბიზნესიც ერთვება. კომპანია Walt Disney, რომელიც სამაუწყებლო ქსელ ABC-სა და რამდენიმე კაბელურ არხს ფლობს, უარს ამბობს  საბავშვო ტელე და რადიოგადაცემებში, ასევე საბავშვო საიტებზე ფასტ–ფუდის რეკლამის განთავსებაზე. კომპანია აპირებს, საბავშვო გადაცემების დროს შეწყვიტოს იმ პროდუქტების რეკლამის ტრანსლაცია, რომლებიც  ჯანსაღი კვების მინიმალურ მოთხოვნებს არ შეესაბამება.

Disney-მ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ აპირებს 0,5 ლიტრზე მეტი მოცულობის უალკოჰოლო და შაქრის შემცველი სასმელების გაყიდვის აკრძალვას რესტორნებში, თეატრებსა და ავტომატებში. ამერიკა ამ მეთოდებით ჭარბი ზონის პრობლემას ებრძვის. Disney-ს გადაწყვეტილება გაუგებარია „მაკდონალდსი საქართველოს“ დამფუძნებელ თემურ ჭყონიასთვის, რომელსაც „მაკდონალდსის“ საკვების უვნებლობის მთავარ არგუმენტად ბრენდის ღირებულება მოჰყავს.

„კომპანია, რომელიც 95 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, მომხმარებელს არაჯანსაღ საკვებს არ შესთავაზებს. „დისნეის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია 100%–იანი სისულელეა. "მაკდონალდსის" საკვები სრულ შემოწმებას გადის და ქარხნებს მისი პროდუქციის დასამზადებლად ურთულესი  პირობების დაკმაყოფილება უხდებათ,“ – აცხადებს თემურ ჭყონია.

მისი თქმით, არცერთი პროდუქტი, რომელიც „მაკდონალდსში“ იყიდება, არც ბავშვების და არც ზრდასრული მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

„ესაა 100 წლის ისტორიის მქონე ბრენდი, რომელიც   მსოფლიო ბაზარზე 32 ათასი  რესტორნითაა წარმოდგენილი. არაჯანსაღი პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ასეთ გაფართოებას ვერ მოახერხებდა,“ – აცხადებს თემურ ჭყონია.

მისი თქმით, ხორცი, პომიდორი და კარტოფილი, რომლებიც „მაკდოლანდსის“ „ფასტ ფუდებში“ გამოიყენება, არაჯანსაღი საკვები არ არის და ამიტომ ბიზნესმენისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო „დისნეიმ“  ეს გადაწყვეტილება.

დიეტოლოგ ასმათ კევლიშვილისთვის ბრენდის ღირებულება და რესტორნების რაოდენობა არა საკვების უვნებლობაზე, არამედ საზოგადოების კვების დაბალ კულტურაზე მეტყველებს.

მისი თქმით, ზეთში შემწვარი კარტოფილი – მომზადდება ის ოჯახში თუ სწრაფი კვების რესტორანში – უკვე არაჯანსაღი საკვებია, თუმცა საზოგადოება სწრაფი კვების ობიექტებს კომერციულ საქმიანობას ვერ აუკრძალავს. „საზოგადოებას თავად უნდა ეყოს განათლება, სწრაფი კვების ობიექტებში არ შევიდეს და ეს საკვები არ მიიღოს.

მას არავინ აიძულებს „მაკდონალდსში“ შესვლას. მომხმარებლებმა  თავად უნდა  განსაზღვრონ, რამდენად ჯანსაღია ის  საკვები, რომელსაც რესტორნებში სთავაზობენ,“ – აცხადებს კევლიშვილი. მისი თქმით, ტექნოლოგიური დამუშავების შემდეგ პროდუქტებში კანცეროგენული ნივთიერებები ჩნდება.

„მაკდონალდსის“ მენიუ ქიმიურადაა დამუშავებული, რის გამოც იგი „მკვდარი“ პროდუქტია და ის ბავშვებში დიაბეტის, სწორი ნაწლავის პრობლემების გაჩენასა და სიმსუქნეს იწვევს,“ – ამბობს კევლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ასეულობით მედიკოსმა კატეგორიულად მოითხოვა, შეწყდეს ბავშვთა მავნე კვების, მათ შორის, პოპულარული „ჰეფი მილის“ რეკლამირება.

ისინი ამტკიცებენ, რომ „მაკდონალდსის“ საკვები დიდი ოდენობით მარილს, შაქარს, ცხიმს და კალორიებს შეიცავს. სან-ფრანცისკოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი, „მაკდონალდსში“ უკვე აიკრძალა „ჰეფი მილის“ გაყიდვა, თუ იგი ხილის და ბოსტნეულისგან არ იქნება დამზადებული.

http://commersant.ge

2012.06.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006