logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    1 ივნისი – ბავშვთა ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა

1 ივნისი მსოფლიოს მრავალ ქვეყენაში აღინიშნება როგორც ბავშვთა ჯანმრთელობის დღე, რომელიც დამკვიდრდა ჟენევაში 1925 წელს ბავშვთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს დღე პირველად 1954 წელს  აღინიშნა გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა სოციალური კეთილდღეობის მანიშნებლად არის აღიარებული მსოფლიოში, სწორედ ამიტომ ათასწლეულის განვითარების რვა მიზნიდან,  ორი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის  7.6 მილიონი ბავშვი იღუპება მსოფლიოში. ეს ნიშნავს, რომ ყოველ საათში დაახლოებით 900 ათასი ბავშვი კვდება. ამ ბავშვთა უმეტესობის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია ძალზე მარტივი, ადვილად ხელმისაწვდომი და იაფი ინტერვენციებით.
5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილის ძირითად მიზეზს პნევმონია, დიარეა, წითელა და კვების დეფიციტი წარმოადგენს.

ვაქცინაციით მართვადი დაავადებები

ვაქცინაციის გზით შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი დაავადებები, რომლებიც ბავშვთა ავადობის და გართულებების მთავარი გამომწვევი მიზეზებია: ტუბერკულოზი, დიფტერია, ყივანახველა, პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა. ამ დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია ბავშვებს დროულად ჩაუტარდეთ ქვეყანაში გეგმიურად გათვალისწინებული ყველა აცრა.

პნევმონია

მწვავე რესპირატორული დაავადებები და მათი გართულებები პნევმონიის სახით 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. პნევმონიის მართვაში ვაქცინაციასთან ერთად დიდი მნიშვნელობა  კვების დეფიციტის და ჰაერის დაბინძურების პროფილაქტიკას ენიჭება. სერიოზული რესპირატორული დაავადების შემთხვევაში აუცილებელია ბავშვმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ზოგჯერ მკურნალობაში საჭირო ხდება ანტიბიოტიკების და ჟანგბადის მიწოდების ჩართვა.

დიარეა

ჩვილ ბავშვებში დიარეის პრევენცია შესაძლებელია ექსკლუზიური ძუძუთი კვებით და ჰიგიენური პირობების მაქსიმალურად დაცვით. როცა დიარეის მქონე ბავშვის მდგომარეობა დეჰიდრატაციით (სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა) რთულდება, აუცილებელია გადაუდებელი მკურნალობა ორალური რეჰიდრატაციით (სითხეების მიცემით) და თუთიის შემცველი პრეპარატებით.


კვების დეფიციტი

მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ბავშვი მძიმე ფორმის კვების დეფიციტს განიცდის, ასეთი ბავშვები ადვილად ავადდებიან და მათში სიკვდილიანობის რისკიც მაღალია. ამ პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია ბავშვთა სწორი კვებით, რაც ჩვილობის ასაკში ექსკლუზიურ ძუძუთი კვებას გულისხმობს, ხოლო 5 წლამდე ასაკში ცილებით, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვების მიწოდება.


საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის  გაუმჯობესება

საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა არის მიჩნეული: მილენიუმის განვითარების მე-4 მიზანი: ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება 2/3-ით და მილენიუმის განვითარების მე-5 მიზანი: დედათა სიკვდილიანობის შემცირება 3/4 -ით 2015 წლისათვის. რაც აისახება ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიაში 2011-2015 წლებისათვის - "ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა“ სტრატეგიული ამოცანა 4.3: დედათა და ბავშვთა სერვისების განვითარება.

ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის მთავარი ინდიკატორი არა მხოლოდ ბავშვთა ჯანმრთელობის და ნუტრიციის, არამედ არის ასევე ბავშვთა ჯანმრთელობის ინტერვენციის პროგრამების იმპლემენტაციის მთავარი მაჩვენებელი. ბავშვთა ჯანრმთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ბავშვთა გადარჩენის პროგრამებში ინვესტიცია, პროგრესის მონიტორინგი, როგორც ქვეყნის ასევე მსოფლიოს დონეზე ძალიან კრიტიკულია.

გატარებული სახელმწიფო ძალისხმევის ფონზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოში მილენიუმის განვითარების მე-4 მიზნის მიღწევის თვალსაზრისით დადებითი პროგრესია.

 მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება ასახულია არა მარტო ოფიცილურ, სამედიცინო სტატისტიკაში, არამედ პოპულაციაზე დაფუძნებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით:

http://www.ncdc.ge

2012.06.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006