logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შიდ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­ბი თბი­ლის­ში მკურ­ნა­ლო­ბენ

დღე­ის­თ­ვის თბი­ლის­ში არ­სე­ბულ შიდ­სის ცენ­ტ­რ­ში რვა აფხა­ზი მკურ­ნა­ლობს. აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ქარ­თ­ველ მე­დი­კო­სებს ხში­რად მი­მარ­თა­ვენ.

მათ აქ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ფა­სე­ბი ეგუ­ლე­ბათ. რო­გორც შიდ­სის ცენ­ტ­რ­ში ამ­ბო­ბენ, აფხა­ზი პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა 2006 წლი­დან გა­ი­ზარ­და. უმ­რავ­ლე­სო­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გად­მოჰ­ყავთ, რად­გან დი­აგ­ნო­ზის დას­მა გვი­ან ხდე­ბა.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯან­დაც­ვის კუთხით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა. ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებს ვერ გა­დი­ან, არ გა­აჩ­ნი­ათ შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. ამი­ტომ, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად აფხა­ზებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა უწევთ: რუ­სე­თი ან თბი­ლი­სი. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თბი­ლისს ირ­ჩე­ვენ.

ქარ­თ­ვე­ლი მე­დი­კო­სე­ბის თქმით, მათ არ­ჩე­ვანს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს - ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნი­სა და ექი­მე­ბის მი­მართ ნდო­ბა, მათ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი (ხში­რად აფხა­ზებს უსას­ყიდ­ლო­დაც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან) და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

შიდ­სის ცენ­ტ­რ­ში აფხაზ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა რე­ფე­რა­ლუ­რი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში მკურ­ნა­ლობს, რაც უსას­ყიდ­ლო მკურ­ნა­ლო­ბას ნიშ­ნავს. პა­ცი­ენ­ტებს შო­რის ქა­ლე­ბი და ბავ­შ­ვე­ბიც არი­ან.

თუმ­ცა, შიდ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გის, ექიმ-ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ფა­ტი გა­ბუ­ნი­ას თქმით, უმე­ტე­სო­ბა მა­ინც ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან.

"შიდ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აფხა­ზი პა­ცი­ენ­ტე­ბი 2003 წლი­დან გად­მო­დი­ან.

ძი­რი­თა­დად, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. თუმ­ცა, 2006 წლი­დან უკ­ვე მძი­მე ავად­მ­ყო­ფე­ბი ჩა­მო­დი­ან, რომ­ლებ­საც სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. 2006 წლი­დან დღემ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით, 200-მდე ავად­მ­ყოფს მო­ვემ­სა­ხუ­რეთ. ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ის იცი­ან, რომ ეს არის ძა­ლი­ან ცუ­დი, სა­ში­ში, მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი ავად­მ­ყო­ფო­ბა. მსგავ­სი სტიგ­მა და დის­კ­რი­მი­ნა­ცია, რაც აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბობს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რო­დე­საც პა­ცი­ენტს დი­აგ­ნო­ზი ეს­მე­ვა, იმას კი არ გა­ნიც­დის, რომ ავა­დაა, არა­მედ - სხვა რას იტყ­ვის. ზო­გა­დად, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნე ძა­ლი­ან და­ბა­ლია," - ამ­ბობს გა­ბუ­ნია.

თბი­ლის­ში მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, აფხა­ზებს სო­ხუმ­ში არ­სე­ბულ შიდ­სის ცენ­ტ­რ­ში შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

გლო­ბა­ლუ­რი ფონ­დის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სო­ხუმ­ში 2008 წლი­დან შიდ­სის ცენ­ტ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. თბი­ლის­ში მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თბი­ლი­სე­ლი მე­დი­კო­სე­ბი პა­ცი­ენ­ტებს შემ­დ­გო­მი კურ­სის გავ­ლას სწო­რედ იქ ურ­ჩე­ვენ.

"სო­ხუმ­ში შიდ­სის ცენ­ტ­რი ქარ­თუ­ლი მხა­რის დახ­მა­რე­ბით გა­იხ­ს­ნა. ექი­მე­ბი ჩვენ მო­ვამ­ზა­დეთ, წამ­ლე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა მი­ვე­ცით.

შე­სა­ბა­მი­სად, ავად­მ­ყო­ფებს, რომ­ლე­ბიც აქ დად­გე­ბი­ან ფეხ­ზე, შე­უძ­ლი­ათ ადეკ­ვა­ტუ­რი სერ­ვი­სი სო­ხუმ­ში მი­ი­ღონ. ამ პრო­ექ­ტის ექ­ს­პერ­ტი მე ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ცენ­ტ­რი უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც სო­ხუმ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, მა­ინც თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლა ურ­ჩევ­ნი­ათ. ვუხ­ს­ნით, რომ იქ კარ­გია და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­დი­ან," - ამ­ბობს გა­ბუ­ნია.

გლო­ბა­ლუ­რი ფონ­დის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 2015 წლამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა. თუმ­ცა, ფა­ტი გა­ბუ­ნია იმე­დოვ­ნებს, რომ სა­მო­მავ­ლოდ სახ­ს­რე­ბი გა­მო­ი­ძებ­ნე­ბა, რომ ცენ­ტ­რ­მა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა გა­აგ­რ­ძე­ლოს და პა­ცი­ენ­ტე­ბი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩ­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს როლს, რო­გორც მი­ნის­ტ­რ­მა ლექ­სო ლაგ­ვი­ლა­ვამ გა­ნაცხა­და, მა­თი უწყე­ბა შიდ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ავად­მ­ყო­ფებს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს.


სა­ლო­მე გო­გო­ხია

http://24saati.ge

2012.06.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006