logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ავერსის და ავერსის კლინიკის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ყაზბეგის რაიონში გაიმართა

იმისათვის, რომ სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მრავლად არის რეგიონები, სადაც მაღალი დონის სამედიცინო სერვისი ფუფუნებად ითვლება. ექიმები და მედიკამენტები უმეტესად საზღვრისპირა რეგიონებს უჭირთ. ასე მაგალითად, ყაზბეგის რაიონს, სადაც უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობებია შექმნილი. აქ სოფლები თანდათან ცარიელდება.
გარდა იმისა, რომ საზღვრისპირა მოსახლეობის შენარჩუნება სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამ რაიონში ჩვენთვის, ქართველებისთვის უდიდესი სიწმინდეებია, რომლებსაც გაფრთხილება სჭირდება. მაგალითისთვის გერგეტის სამებაც კმარა. მეთოთხმეტე საუკუნის 30-იან წლებში აგებული ეს ძეგლი ერის ერთიანობის სიმბოლოა.
გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნეებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია - წმინდა ნინოს ჯვარი.
ამ სიწმინდეს ქვეყნის სიძლიერის შესანარჩუნებლად და უფლის წყალობის განსამტკიცებლად მლოცველები ყოველთვის უნდა ჰყავდნენ. რაიონის მოსახლეობა კი სულ უფრო და უფრო მცირდება...
საზღვრისპირა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე “ავერსის კლინიკა” და “ავერსი” ერთობლივად ზრუნავენ. მათ ტრადიციად ქცეულ საქველმოქმედო აქციების სიას კიდევ ერთი შეემატა: კლინიკის ექიმების ჯგუფთან ერთად “ავერსი” საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობს, სადაც მოსახლეობას უფასო გამოკვლევებსა და სხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობენ. ამ პროგრამის ფარგლებში გასიჯვები ჩატარდა ხევსურეთში, თუშეთში და სამცხე – ჯავახეთში. ამჯერად აქცია ყაზბეგის რაიონში გაიმართა. ჯუთას, კარკუჩას, ახალციხის, სნოს და აჩხოტის მოსახლეობას ჩაუტარდებათ ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური,  ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური გამოკვლევები.
ავერსმა ყოველ მოსახლეს, ვინც ამ აქციაში მონაწილეობა მიიღო, პირველადი დახმარების 18 დასახელების მედიკამენტისგან შემდგარი ნაკრები გადასცა საჩუქრად.
ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, ყაზბეგის რაიონში გამართული აქცია კიდევ უფრო მასშტაბური გახლდათ, ვიდრე წინამორბედები:
- 2 და 3 ივნისს “ავერსის კლინიკისა” და “ავერსი-ფარმას” ერთობლივი აქცია ყაზბეგის რაიონში გაიმართა. ექიმების ჯგუფთან ერთად ვესტუმრეთ ყაზბეგის ხეობის 5 სოფელს და იქაურ მოსახლეობას ინსტრუმენტული გამოკვლევები და კონსულტაციები სრულიად უსასყიდლოდ ჩავუტარეთ. თითოეულ პაციენტს კი გადაეცა ნაკრები, სადაც 18 დასახელების მედიკამენტი შედიოდა.
აქცია საკმაოდ მასშტაბური იყო - 100-ზე მეტმა ადამიანმა მოგვმართა. შესაბამისად, ჩვენი მორიგი გასვლითი აქცია საკმაოდ შედეგიანიც აღმოჩნდა. შატილში, თუშეთსა და სამხრეთ საქართველოში მსგავსი აქციების ჩატარებისას მხოლოდ ერთ სოფელში ჩავდიოდით და იქ ვაწყობდით ამბულატორიას. მოსახლეობა კი სხვადასხვა სოფლიდან გვაკითხავდა, ამჯერად ჩვენ თავად ჩავდიოდით სოფლებში და იქ მცხოვრებთ კიდევ უფრო გავუადვილეთ ჩვენთან მოსვლა. შესაბამისად, მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო.
ამ აქციით ძალიან კმაყოფილები დავრჩით, რადგან ჩვენი სამედიცინო სერვისით მრავლად ისარგებლა ისეთმა ადამიანმა, ვისაც წლების განმავლობაში ექიმის კონსულტაცია არ მიუღია. შესაბამისად, საკმაოდ საინტერესო კლინიკური შემთხვევებიც იყო, ბევრი მათგანისთვის ჩვენი კვლევების შედეგები მნიშვნელოვანი იყო, იმდენად, რამდენადაც პრობლემის დროული აღმოჩენის წყალობით გართულებების თავიდან აცილებას შეძლებდნენ.
აქციაში მონაწილეობას ჩვენი კლინიკიდან სულ 15 სპეციალისტი იღებდა, გვყავდნენ ულტრასონოგრაფიის სპეციალისტები, თერაპევტი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათლოგი, პედიატრი, ქირურგი...
გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ - დახმარება აღმოვუჩინეთ მოსახლეობას, ვისთვისაც არც ექიმი და არც მედიკამენტები არ იყო ხელმისაწვდომი, ამ აქციას კიდევ ერთი ძალიან დადებითი მხარეც ჰქონდა: მოვინახულეთ და მოვილოცეთ დარიალის ხეობაში მშენებარე სამონასტრო კომპლექსი, ასევე ვიყავით გერგეტის სამებაში.
ავერსი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია.  ყაზბეგის რაინში დაგეგმილი აქციაც სწორედ ამ მისიას ემსახურებოდა.  მსგავსი ტიპის აქციები ტრადიციაა და მომავალშიც  კვლავ გაგრძელდება.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი"

2012.06.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006