logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    “ავერსმა” პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ 1925 წელს, ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოცხადდა.  მას შემდეგ ეს თარიღი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება.
ფარმაცევტული კომპანია “ავერსი” 1 ივნისს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს და პატარებს, ტრადიციულად, უამრავ სიურპრიზს უმზადებს.
კომპანია საქველმოქმედო საქმიანობას დაარსების დღიდან ეწევა. გასულ წელს კი ფონდი “ავერსი” შეიქმნა, რომელიც ფარმაცევტული კომპანიის საქველმოქმედო საქმიანობას ღირსეულად განაგრძობს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქველმოქმედო ფონდმა კომპანია “ავერსთან” ერთად სხვადასხვა აქციით აღნიშნა:
“ავერსი”, პირველ ყოვლისა, თბილისის კრიზისულ ცენტრს ესტუმრა. ამ სახლში 33 აღსაზრდელია, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. ბავშვთა სახლის ბენეფიციარებზე ზრუნვა საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ფონდი მათ გამუდმებით ამარაგებს მედიკამენტებით, ჰიგიენისა და სხეულის მოვლის საშუალებებით. 1 ივნისი კი “ავერსმა” მათთვის დაუვიწყარ დღესასწაულად აქცია:

ეს ლამაზი, თავგადასავლებით აღსავსე დღე კრიზისული ცენტრის აღსაზრდელებისთვის გასართობ ცენტრ "ბაო-ბაბში" დაიწყო, სადაც ბავშვებს უამრავი სიურპრიზი და გასართობი ელოდათ, შემდეგ კი “ავერსის” წარმომადგენლები ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად მთაწმინდის პარკს ეწვივნენ.
თბილისის კრიზისულ ცენტრს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" პირველადი დახმარების მედიკამენტები, ჰიგიენისა და სხეულის მოვლის საშუალებები გადასცა. დღის დასასრულს კი «ავერსმა» ბავშვთა სახლს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუმზადა  - ცენტრს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.
“ჩვენი სურვილი იყო, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისის კრიზისული ცენტრის აღსაზრდელებისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო. ამ ცენტრთან “ავერსს” უკვე დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს - ჩვენ რეგულარულად ვამარაგებთ პატარებს საჭირო მედიკამენტებით, მოვლისა და ჰიგიენის სხვა საშუალებებით. თუმცა, მათთვის საზოგადოების მხრიდან ყურადღება და სიყვარული კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, 1 ივნისი მათთვის ნამდვილ დღესასწაულად ვაქციეთ. შევეცადეთ გაგვეხალისებინა პატარები და მიზანს მივაღწიეთ კიდეც. იმედი მაქვს, მათ ეს დღე ყოველთვის ემახსოვრებათ.
ყველა პატარას ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჯანმრთელობასა და ბედნიერ ბავშვობას ვუსურვებთ” - აღნიშნა კომპანია “ავერსის” რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძე.
საქველმოქმედო ფონდმა “ავერსმა” ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კიდევ ერთი ჰუმანიტარული აქცია გამართა. ფონდის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლს ესტუმრნენ და საჩუქრად გადასცეს პამპერსების, ახალშობილთა კანის მოსავლელი მალამოსა და სველი ხელსახოცების ნაკრებები.
წმ.იოაკიმე და ანას სახელობის სამშობიარო სახლის დირექტორმა საორგანიზაციო დარგში, ქალბატონმა ირინე ბიბილეიშვილმა აღნიშნა, რომ წლეულს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ავერსის” საქველმოქმედო ფონდმა სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადათ:
“ფონდის წარმომადგენლებმა 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და წმ . ნინოს ხსენების დღესასწაული ძალიან ლამაზად მოგვილოცეს. საჩუქრად გადმოგვცეს: “ავერსის” სახელით ამ ნაკრებებს სამშობიარო სახლში ახალშობილების დედებს დავურიგებთ, უმეტესად კი უმწეო კონტიგენტს. ყველა ადამიანს სიამოვნებს ყურადღება და მისდამი სითბოს გამოვლინება. მელოგინენი კი ამ მხრივ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. მათთვის “ავერსის” საჩუქარი განსაკუთრებით ფასეული და მნიშვნელოვანია.
«ავერსი» ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს, უსურვებს მათ ჯანმრთელობასა და ბედნიერ ბავშვობას.

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი"

2012.06.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006