logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მსოფლიო თამბაქოს გარეშე

ყოველი წლის 31 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს  მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე. ამ დღის აღნიშვნით აქცენტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე და იმ  ძირითად ღონისძიებებზე კეთდება, რაც თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით უნდა გატარდეს.

ჯანმრთლობის მსოფლიო ასამბლეამ  მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე დააფუძნა1987 წელს და ამით მსოფლიოს ყურადღება  თამბაქოს ეპიდემიაზე და მის ლეტალურ შედეგებზე მიაპყრო. ეს დღე იძლევა შესაძლებლობას, ყურადღება გამახვილდეს თამბაქოს კონტროლის  სპეციფიკურ გზავნილებზე და ხელი შეუწყოს ჯანმო–ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ვალდებულებების შესრულებას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2012 წლის 31 მაისის თემად შეარჩია „თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა“. კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენს თამბაქოს ინდუსტრიის  მიერ ჯანმო–ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოაშკარავება.

რაც უფრო მეტი ქვეყანა ასრულებს ჯანმო–ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით  განსაზღვრულ ვალდებულებებს,  მით უფრო ენერგიულად მოქმედებს თამბაქოს ინდუსტრია ჩარჩო კონვენციის საწინააღმდეგოდ  შესაბამისად „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღის თემაა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ყურადღების მიპყრობა ამ პრობლემური საკითხისადმი.

2010 წ. არაგადამდები დაავადებების რისკ ფაქტორების კვლევის მონაცემებით ამჟამად მწეველობის  გავრცელება საქართველოში  მოზრდილებში 30%-ს შეადგენს, მათ შორის მამაკაცებში 50%, ხოლო ქალებში 5%-მდე [STEPS, 2011]. 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ, ახალგაზრდებში ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების მოხმარების შესახებ აჩვენა, რომ მოზარდების 16% აქტიური მწეველია [ESPAD 2008]. საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით 9,000-დან 11,000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3,000 პასიური მოწევის მსხვერპლია [თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილობის შესწავლა, 2011].

2003 წ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “საქართველოში თაამბაქოს კონტროლის შესახებ”, რომელიც, მიუხედავად რიგი ნაკლოვანებებისა, შეიცავდა თამბაქოს კონტროლის დარგის სახელმძღვანელო პრინციპებს. მოხდა საზოგადოებრივ და სამუშაო ადგილებში მოწევის ნაწილობრივი აკრძალვა, მაგრამ საჭიროა ამ ღონისძიებების აღსრულების შემდგომი სრულყოფა.

2006 წ. თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეციის რატიფიცირება, რითაც აიღო საერთაშორისო ვალდებულება განეხორციელებინა კონვენციით ნაკისრი ყველა პირობა. ამ ვალდებულებებიდან გარკვეული ნაწილი იქნა განხორციელებული, მაგრამ საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საკანონმდებლო ღონისძიებების გატარებისათვის, რათა სრულად განხორციელდეს კონვენციის მოთხოვნები. კერძოდ, მნიშვნელოვანია თამბაქოსგან თავისუფალი პოლიტიკის ხელშეწყობა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის საპასუხო დე ფექტური სისტემის ჩამოყალიბება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დაგეგმილია სხვადასხვა მაღალეფექტური და საერთაშორისო გამოცდილებით წარმატებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოში.

ბლუმბერგის ინიციატივის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ექპერტების მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს ეფექტურად განხორციელების მიზნით. ამისათვის საჭიროა შესაბამისი სამთავრობო, არასამთავრობო და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების მხარდაჭერა და განხორციელება.

თამბაქოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში:


31 მაისი, 2012 წ.
ღონისძიებების ორგანიზატორები:

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა
"ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი"

10:00 სთ    მარათონი კუს ტბაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.

13:00 სთ    პრეზენტაცია თამბაქოს კონტროლის საკითხებზე (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი "ალმამატერი").

14:00 სთ    სტუდენტების შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ჯავახიშვილის დარბაზი).

14:00 სთ    პრეზენტაცია და დისკუსია თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით - სტუდენტების შეხვედრა ექსპერტებთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან (საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი)


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები:

   * მსოფლიო მოსახლეობის 11%–მდე დაცულია საყოველთაო ეროვნული კანონებით თამბაქოს ბოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფის შესახებ;
    * თამბაქოს მეორადი ბოლისგან დაცულ ადამიანთა რაოდენობა გაორმაგდა და 2010 წელს  739 მილიონს მიაღწია, მაშინ როდესაც ამ ადამიანთა რიცხვი 2008 წელს  354 მილიონ ადამიანს შეადგენდა;
    * ბავშვების თითქმის ნახევარი რეგულარულად  თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს ისუნთქავს;
    * ბავშვების 40%–ზე მეტს, როგორც მინიმუმ,  ერთი მწეველი მშობელი ყავს;
   * ყოველწლიურად 600 000 ადამიანი ნაადრევად იღუპება თამბაქოს მეორადი ბოლის ზემოქმედების შედეგად;
   * 2004 წელს ბავშვებმა შეადგინეს თამბაქოს მეორადი ბოლის შედეგად სიკვდილობის ყველა შემთხვევის  31%;
   * თამბაქოს ბოლის შემადგენლობაში შედის 4000 – ზე მეტი ქიმიური ნივთიერება, საიდანაც მინიმუმ 250 ცნობილია როგორც მავნე, ხოლო 50 – ზე მეტი – როგორც კანცეროგენული ნივთიერება;
   * ზრდასრულ ადამიანებში მეორადი ბოლი იწვევს ისეთ გულ–სისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებებს, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება და ფილტვის კიბო. ჩვილ ბავშვებში მეორადი ბოლი იწვევს უეცარ სიკვდილს, ორსულებში კი – მცირე წონის ნაყოფის დაბადებას.

http://www.ncdc.ge

2012.06.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006