logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დონაციის და სუროგატ დედათა კვლევის ცენტრის ინიციატივა სავალდებულო ელექტრონული შეტყობინების შესახებ

დონაციის და სუროგატ დედათა კვლევის ცენტრი-ჰუმან ჯორჯია, ა.წ. 1 ივნისს, 14 საათზე ჯანმრთელობის დაცვის სამინიტროს წარუდგენს ინიციატივას ხელოვნური განაყოფიერების სფეროში სავალდებულო ელექტრონული სამედიცინო ცნობების შემოღების შესახებ, რათა გაუმჯობესდეს უშვილო პაციენტთა უფლებების დაცვა, ამოქმედდეს უშვილო პაციენტების გენეტიკური მასალის (კვერცხუჯრედის, სპერმატოზოიდის) ან ემბრიონის პაციენტისგან დაუკითხავად ანუ უკანონოდ გასხვისების პრევენციის მექანიზმი და კლინიკების მუშაობის გამჭვირვალობამ გაზარდოს უნაყოფობის მკურნალობის ხარისხი ე.ი. მიღებულ ორსულობათა რაოდენობა. მაგ. ელექტრონული ცნობა  საშვილოსნოში ემბრიონის გადატანის შესახებ უნდა ეგზავნებოდეს სამინისტროს 2 ეტაპად:

    1) ყველა ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა საშვილოსნოში ემბრიონის (ემბრიონების)  გადატანის თითოეულ შემთხვევაში ვალდებული უნდა იყოს იმავე დღეს სპეციალური ელექტრონული ფორმით აცნობოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შემდეგი ინფორმაცია:
    ა) უშვილო წყვილიდან ქალის (ცოლის) გვარი, სახელი, ასაკი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომრები და ფაქტობრივი მისამართი უცხოეთის მოქალაქის შემთხვევაში;
    ბ) უშვილო წყვილიდან მამაკაცის (ქმრის) გვარი, სახელი, ასაკი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომრები და ფაქტობრივი მისამართი უცხოეთის მოქალაქის შემთხვევაში;
    გ) მდედრობითი სასქესო გამეტების ანუ კვერცხუჯრედების დონორის (თუ ასეთი იქნა გამოყენებული) გვარი, სახელი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომრები;
    დ) მამრობითი სასქესო გამეტების ანუ სპერმის დონორის (თუ ასეთი იქნა გამოყენებული)  გვარი, სახელი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომრები;
    ე) სუროგატი დედის (თუ ასეთი იქნა გამოყენებული) გვარი, სახელი, პირ. ნომერი, ტელეფონის ნომერი.
    ვ)  დიაგნოზი უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე.
    ზ) ექიმ-რეპროდუქტოლოგის  გვარი, სახელი, პირადი ნომერი;
    თ) ემბრიოლოგის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

   2) ემბრიონების გადატანიდან 1 თვის შემდეგ ანუ ულტრაბგერითი გამოკვლევით ორსულობის დადასტურების დროისათვის კლინიკა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს  ელექტრონული ფორმით უნდა აცნობებდეს დადგა თუ არა ორსულობა კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში.

შენიშვნა: ხელოვნური ინსემინაციის შემთხვევებისთვის უნდა არსებობდეს სამედიცინო ცნობის ცალკე ელექტრონული ფორმა დონორის მონაცემებისთვის განკუთვნილი გრაფით.

   ყოველივე აღნიშნულის შედეგად შესაძლებელი გახდება ჯანდაცვის სამინისტრომ, პერიოდულად გამოაქვეყნოს თითოეულ კლინიკაზე ინფორმაცია, კერძოდ ემბრიონების გადატანის შედეგად მიღებულ ორსულობათა პროცენტული მაჩვენებლები, სასურველია სქემატურად, პაციენტთა ასაკობრივი ჯგუფების, დიაგნოზების და დონაციის და სუროგაციის მეთოდების დაყოფით. ამით უშვილო პაციენტებს  საშუალება მიეცემათ ამოირჩიონ კლინიკა არა კლინიკაში დასახელებული საეჭვო პროცენტული მაჩვენებლების თუ კლინიკის სარეკლამო  რგოლების რაოდენობის საფუძველზე, არამედ რეალური შედეგების მიხედვით.  ყოველივე ეს გაზრდის კლინიკების და ექიმების დაინტერესებას იმუშაონ კეთილსინდისიერად, მაღალპროფესიონალურად და  იყვნენ ორიენტირებული ორსულობის მიღების რაოდენობაზე და არა  ჩატარებული სამედიცინო პროცედურების რაოდენობაზე. რაც შეეხება დონორებზე ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას, ეს დაიცავს პაციენტებს მათი კვერცხუჯრედების, სპერმატოზოიდების და ემბრიონების უკანონოდ (პაციენტის ნებართვის გარეშე) გასხვისების (გაყიდვის) შემთხვევებისაგან რაც მსოფლიოს სხვა და სხვა კლინიკებში ფართოდ გავრცელებული კრიმინალური ქმედებაა და უკიდურესად ლახავს ადამიანის უფლებებს და წარმოადგენს გენეტიკური მასალის მოპარვის ფაქტს.

 

დონაციის და სუროგატ დედათა კვლევის ცენტრი

2012.05.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006