logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მინისტრმა სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები ბავშვების მშობლებს პირადად გააცნო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებს შეხვდა და მათ კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული კოხლეარული იმპლანტის ჩანერგვის ოპერაციის და პოსტოპერაციული ხარჯების დაფინანსებას. ოპერაცია სმენადაქვეითებულ ბავშვებს საშუალებას აძლევს აღიდგინონ სმენისა და საუბრის უნარი.

აქამდე პროგრამით მხოლოდ იმპლანტის მიღება იყო შესაძლებელი, რომლის ღირებულოებაც დაახლოებით 30000 ლარს შეადგენს. ოპერაციისა და რეაბილიტაციის ხარჯი, რაც ჯამში 10000 ლარამდე ჯდება თავად პაციენტებს უნდა დაეფარათ. პროგრამაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სახელმწიფო სრულად დააფინანსებს როგორც იმპლანტის შეძენას, ასევე ოპერაიციისა და რებილიტაციის ხარჯებს, რაც პროგრამით მოსარგებლეებს საშუალებას მისცემს უფასოდ მიიღონ მომსახურების სრული სპექტრი.

დღეისათვის სმენისა და მეტყველების პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ეფექტური გზა კოხლეარული იმპლანტაციაა, რაც ყურში ხელოვნური ელექტროდის გადანერგვას გულისხმობს. ეს უნიკალური ოპერაცია წარმატებით ხორციელდება საქართველოში, მაგრამ მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია, რაც ყველა ოჯახისათვის ხელმისაწვდომი არ არის. ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარება შესაბამისი ასაკის უკლებლივ ყველა ბავშვს დაიბრუნოს სმენისა და მეტყველების უნარი და გახდნეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

http://www.moh.gov.ge

2012.05.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006